იოახიმ ლიოვმა გერმანიის ნაკრები საქართველოსთან სათამაშოდ დარაზმა

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების თავკაცმა იოახიმ ლიოვმა გამოაცხადა ეროვნული ნაკრების 23-კაციანი სია, რომელსაც ის 25 მარტს კაიზერსლაუტერნში, ავსტრალიასთან ამხანაგურ მატჩში და 29 მარტს თბილისში, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ევრო 2016-ის შესარჩევ მატჩში დაეყრდნობა.

გუნდში პაუზის მერე დაბრუნდნენ "ბაიერნის" მცველი ჰოლგერ ბადშტუბერი და "დორტმუნდის" ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი.

"მოხარული ვარ, რა მალე ჩადგა ფორმაში ორივე მძიმე ტრავმების შემდეგ. ჩვენ არასოდეს დაგვიკარგავს ოპტიმიზმი", - თქვა ლიოვმა.

გერმანიის ნაკრები
მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), რომან ვაიდენფელერი (დორტმუნდი), რონ-რობერტ ცილერი (ჰანოვერი).
მცველები: ჰოლგერ ბადშტუბერი, ჟერომ ბოატენგი (ბაიერნი), იონას ჰექტორი
(კიოლნი), ბენედიქტ ჰიოვედესი (შალკე), მათს ჰუმელსი (დორტმუნდი), შკოდრან მუსტაფი (ვალენსია).
ნახევარმცველები: სებასტიან რუდი (ჰოფენჰაიმი), ქარიმ ბელარაბი (ლევერკუზენი), ილქაი გიუნდოგანი (დორტმუნდი), სამი ხედირა (რეალი), კრისტოფ კრამერი (გლადბახი), ტონი კროოსი (რეალი), თომას მიულერი (ბაიერნი), მესუთ იოზილი (არსენალი), ლუკას პოდოლსკი (ინტერი), მარკო როისი (დორტმუნდი), ანდრე შიურლე (ვოლფსბურგი), ბასტიან შვაინშტაიგერი, მარიო გიოტცე (ბაიერნი).
თავდამსხმელი: მაქს კრუზე (გლადბახი).

ასევე იხილეთ:
კახა ცხადაძემ საქართველოს ნაკრებში ლეგიონერების სია გაცხრილა
მკითხველის კომენტარები / 9 /
შევერკინოთ ფეოლა? :))
0
იოახიმ ლიოვმა, კი დარაზმა (ან რათ უნდა დარაზმვა გერმანელებს) თავისი შეგირდები, ჩვენი ნაკრების თავკაცმა კი ვინც კი ,,პენსიონერი,, იყო, ყველა ნაკრებში გამოიძახა.
AMPREDUZO
18:03 20-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული