მოკლედ, მივყვეთ თანმიმდევრობით.
ალავიძე, კაკუბავა, დაუშვილი, ვაწაძე
22 მარტს კახა ცხადაძემ საბოლოო სანაკრებო სია ჩამოწერა. საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა აქამდე გამოძახებულ 19 ფეხბურთელს კიდევ 4 დაამატა - მეკარე მიხეილ ალავიძე (დინამო, ბთ), მცველი ლევან კაკუბავა (სამტრედია), ნახევარმცველი მურთაზ დაუშვილი (კარპატი, უკრაინა) და თავდამსხმელი მათე ვაწაძე (ორჰუსი, დანია). ასე
მეკარეები: გიორგი ლორია (ოფი, საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი (ტოსნო, რუსეთი), მიხეილ ალავიძე (დინამო, ბთ);
მცველები: უჩა ლობჟანიძე (ომონია, კვიპროსი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი (ინტერი, აზერბაიჯანი), საბა კვირკველია (რუბინი, რუსეთი), ლაშა დვალი (ქასიმფაშა, თურქეთი), გიორგი ნავალოვსკი (ტოსნო, რუსეთი), ლევან კაკუბავა (სამტრედია);
ნახევარმცველები: კახა მახარაძე (ფახთაქორი, უზბეკეთი), ჯაბა კანკავა (დნიპრო, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (გენკი, ბელგია), ვალერი ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), ნიკა ძალამიძე (იაგელონია, პოლონეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), სანდრო კობახიძე (ვოლინი, უკრაინა), მურთაზ დაუშვილი (კარპატი, უკრაინა);
თავდამსხმელები: გიორგი ჭანტურია (კლუჟი, რუმინეთი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ბაჩანა ცხადაძე (ინტერი, აზერბაიჯანი), მათე ვაწაძე (ორჰუსი, დანია).
ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრები პირველად დღეს, 23 მარტს, "ბასაზე" ივარჯიშებს. მედიისთვის წვრთნა დახურული იქნება. ის ლეგიონერები, გუშინ რომ ითამაშეს თავიანთ კლუბებში, დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
ამდენად, დღევანდელი წვრთნა სრულფასოვანი რომ გამოვიდეს, ცხადაძემ შეკრებაზე ერთჯერადად უხმო ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე ექვს ფეხბურთელს - ლაშა პარუნაშვილს, ლაშა თოთაძეს, გიორგი ჩირგაძეს, ჯაბა ჯიღაურს (ყველა - დინამო, თბ), არჩილ ტვილდიანსა (შუქურა) და დავით მთივლიშვილს (ზესტაფონი).
ახლა 24 მარტის განრიგზეც ვთქვათ. ამ დღეს მოვლენები "მიხეილ მესხზე" განვითარდება. 16:30 საათზე პრესკონფერენციას გამართავს მალტის ნაკრების მთავარი მწვრთნელი პიეტრო გედინი. ამის შემდეგ, ნახევარ საათში მალტელთა ვარჯიში დაიწყება. 18:30 საათზე შედგება კახა ცხადაძის პრესკონფერენცია, 19 საათზე კი - საქართველოს ნაკრების ვარჯიში.
ბადშტუბერი და გიუნდოგანი დაბრუნდნენ
იოახიმ ლიოვის რაზმი ოპტიმალურია. გერმანიის ნაკრებს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდნენ "ბაიერნის" მცველი ჰოლგერ ბადშტუბერი და "დორტმუნდის" საყრდენი ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი."ბუნდესმანშაფტი" 25 მარტს, კაიზერსლაუტერნში, ამხანაგურად ეთამაშება ავსტრალიას, ოთხი დღის თავზე კი თბილისში ექნება წარმოდგენა - ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდთან.
"გიუნდოგანისა და ბადშტუბერის დაბრუნებამ გამახარა. მძიმე ტრავმის შემდეგ ორივე მალე ჩადგა ფორმაში. ჩვენ არასოდეს დაგვიკარგავს ოპტიმიზმი", - თქვა ლიოვმა და აქვე მის მიერ გამოძახებულ ფეხბურთელთა სიასაც გაგაცნობთ:
მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), რომან ვაიდენფელერი (დორტმუნდი), რონ-რობერტ ცილერი (ჰანოვერი);
მცველები: ჰოლგერ ბადშტუბერი, ჟერომ ბოატენგი (ბაიერნი), იონას ჰექტორი (კიოლნი), ბენედიკტ ჰიოვედესი (შალკე), მათს ჰუმელსი (დორტმუნდი), შკოდრან მუსტაფი (ვალენსია, ესპანეთი);
ნახევარმცველები: სებასტიან რუდი (ჰოფენჰაიმი), ქარიმ ბელარაბი (ლევერკუზენი), ილქაი გიუნდოგანი, მარკო როისი (ორივე - დორტმუნდი), ტონი კროოსი, სამი ხედირა (ორივე - რეალი, ესპანეთი), კრისტოფ კრამერი (გლადბახი), ბასტიან შვაინშტაიგერი, თომას მიულერი (ორივე - ბაიერნი), მესუთ იოზილი (არსენალი, ინგლისი), ლუკას პოდოლსკი (ინტერი, იტალია), ანდრე შიურლე (ვოლფსბურგი);
თავდამსხმელები: მაქს კრუზე (გლადბახი), მარიო გიოტცე (ბაიერნი).
დღეიდან მალტისთვის, ხვალიდან გერმანიისთვის
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოჩნდა ინფორმაცია მალტასთან ამხანაგურ და გერმანიასთან შესარჩევ მატჩებზე დასასწრები ბილეთების თაობაზე. აი, რა წერია ფედერაციის საიტზე:ორშაბათიდან, 23 მარტიდან, იწყება ბილეთების გაყიდვა საქართველო-მალტის ამხანაგურ მატჩზე. ეროვნული ნაკრებების ამხანაგურ თამაშზე დასასწრები ბილეთები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში ყოველდღე, 11-დან 18 საათამდე გაიყიდება. ბილეთის ფასი 5 ლარია.
საქართველოსა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე დასასწრები ბილეთები კი "დინამო არენის" სალაროებში სამშაბათიდან, 24 მარტიდან გაიყიდება.
წლის პირველ ოფიციალურ მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ქომაგებს "დინამო არენის" სალაროებში ყოველდღე, 11-დან 18 საათამდე შეეძლებათ. ბილეთის ფასი - 10, 15, 20 და 30 ლარი.
საქართველოსა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებთა საკვალიფიკაციო მატჩი 29 მარტს "დინამო არენაზე" გაიმართება. დასაწყისი - 20 საათზე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"