გურამ კაშია: ვეცდებით, წელი გამარჯვებით დავიწყოთ!

AutoSharing Option
არნემის "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალი მატჩების მოლოდინსა და ახალი მთავარი მწვრთნელის ფაქტორზე ისაუბრა. გურამს 24 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული ვარჯიშის წინ ვესაუბრეთ.

25 მარტს საქართველოს ნაკრები მალტის ეროვნულ გუნდს ამხანაგურად დაუპირისპირდება, 29-ში კი, ევრო 2016-ის შესარჩევში გერმანიის ნაკრებს უმასპინძლებს.

- საქართველოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ახალი იმედი გაჩნდა... ვეცდებით, 2015 წელი მალტის ნაკრებთან გამარჯვებით დავიწყოთ.

- ელით თუ არა, რომ საქართველოს ნაკრები, კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით, განსხვავებულ ფეხბურთს ითამაშებს?
- კი, სხვანაირ ფეხბურთს ვითამაშებთ.

- რას იტყვით გერმანიასთან თამაშზე?
- ძალიან საპასუხისმგებლო მატჩი იქნება. ყველამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, დანარჩენი მინდორზე გამოჩნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სხვანაირად ვითამაშებთ! - კახა ცხადაძის პრესკონფერენცია და ვარჯიში [PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული