ვერ გეტყვით, ვინ რას ფიქრობდა 25 მარტის საღამოს, "მიხეილ მესხზე" საქართველოსა და მალტის ნაკრებთა შეხვედრის შემდეგ, მაგრამ იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომ "ჯვაროსნებში" ლევან ყენიას დაბრუნება და მისი საკმაოდ კარგი თამაში ყველას გაუხარდა.
თემურ ქეცბაიასთან კონფლიქტის გამო ნაკრებიდან საკმაოდ დიდი ხნით ჩამოშორებული, პრაღის "სლავიას" შემტევი ნახევარმცველი, "ჯვაროსნებში" კახა ცხადაძემ დააბრუნა.
იგრძნობოდა, რომ ყენიას ნაკრებიც მოენატრა და ქართველი გულშემატკივრის წინაშე თამაშიც. ის განსაკუთებულად მონდომებული იყო - სასარგებლოდაც ითამაშა და შეტევებიც გაამწვავა. ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, ეროვნულ გუნდს ასეთი მოთამაშე აშკარად აკლდა...
- დიდი ხანია, ნაკრებში არ გითამაშიათ და გეტყობოდა კიდეც, რომ მოედანზე დამუხტული გახვედით...
- ნაკრებში დაბრუნება ძალიან სასიამოვნო იყო. ჩემი მოტივაცია თქვენც შეგინიშნავთ... თითქოს, საქართველოს ნაკრების ფორმა პირველად მოვირგე. რაც მთავარია, მოვიგეთ. მაგრამ არანაკლებ მესიამოვნა ის, რომ ნაკრები მთელი თამაშის განმავლობაში უტევდა.
- გრძნობთ, რომ სასურველ ფორმაში შედიხართ თუ მეტიც შეგიძლიათ?
- ფორმაშიც ვარ და გაცილებით მეტიც შემიძლია. "სლავიაში" თამაში ძალიან დამეხმარა. ყველა მოძრაობაში ვგრძნობ, რომ ძალას ვიბრუნებ, კოჭიც აღარ მაწუხებს და ეს ყველაფერი ძალიან მახარებს.
- თქვენი აზრით, მალტელებს რის ხარჯზე მოვუგეთ?
- მოთმინება ვიქონიეთ, ბურთს ვაკონტროლებდით... მეტოქე "სტანდარტულიდან" გავტეხეთ. გაშვებული გოლის შემდეგ მალტელები გაიხსნენ და მეორეც გავუტანეთ.
კარგი მომენტი იყო, რომ თამაშის დროს ჩვენი განლაგება რამდენჯერმე შეიცვალა. კახა ცხადაძე გუნდისგან აზრიან ფეხბურთს ითხოვს, აქცენტი შეტევაზეა გადატანილი და გამოჩნდა, რომ სწრაფი შეტევების ხარჯზე გაცილებით მეტი შეგვძლებია.
რა თქმა უნდა, ჯერ გუნდი ჩამოსაყალიბებელია, ბევრი სამუშაო გვაქვს და ბევრიც - დასახვეწი, მაგრამ გუნდს შეტევის პოტენციალი აშკარად აქვს. ისეთი ბიჭები გვყავს, რომლებმაც ბურთიც "იციან", დარტყმაც და ბევრსაც მოძრაობენ. ამიტომ, ცხადაძეს ყველა უნდა ავყვეთ.
- თუმცა, საქართველოს ნაკრები მას შემდეგ ათამაშდა, რაც მალტელებმა გაგვამწარეს და ბურთი ჩვენი კარის ძელს მოარტყეს. სისწრაფეები მხოლოდ ამის შემდეგ ჩართეთ...
- ტემპი მეორე ტაიმში იმიტომ გამოჩნდა, რომ მეტოქე ჩვენი ამდენი გადაწყობა-გადმოწყობით გადაიღალა და თან დაიბნა კიდეც. მერე ბოლო ძალები მოვიკრიბეთ, რაღაც მომენტში მალტელებს "სტანდარტულზე" "ჩაეძინათ" და გავტეხეთ.
- მთავარი მატჩი 29 მარტსაა, მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიის ნაკრებს ვმასპინძლობთ. ძალიან მძიმე მატჩი გველის...
- გერმანელებს სასწაული გუნდი ჰყავთ. რამდენიმე მოთამაშეს ვიცნობ და ნამდვილად ვიცი, რომ მოტივირებულები ჩამოდიან. მათ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს და ახლა წაბორძიკების უფლება აღარ აქვთ. რა თქმა უნდა, მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გამოვლენ. იმედია, ღირსეულად ვეთამაშებით. მეტს ვერაფერს გეტყვით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
12:01 28-03-2015
ლევან ყენია: იმედია, გერმანიას ღირსეულად ვითამაშებთ!
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ფეხბურთელი,რომელიც მოედანზე გადის ღირსეული წინააღმდეგობის გასაწევად....მწვრთნელმა არ უნდა ათამაშოს.ის წინასწარ შეგუებულია მარცხს
0
0
თითოეული ქართველი ფეხბურთელი რასაც წარმოადგენს ხვალ გამოჩნდება.სამწუხაროდ დავრწმუნდებით რომ ქეცბაია მართალი იყო როცა ამბობდა მოკვდა ქართული ფეხბურთიო.ეს ერთხელ კიდევ გამოჩნდება ხვალ.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული