გია ცეცაძე: კახა ცხადაძე შემტევ ფლანგებს ითხოვს!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა გია ცეცაძემ საინტერესო კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ფეხბურთს ითხოვს კახა ცხადაძე თავისი შეგირდებისგან.

ის გერმანიასთან 29 მარტის მატჩსაც შეეხო:

"საქართველოს ნაკრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია და მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავალთ. არიან გუნდები, რომლებთანაც აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ერთ-ერთი მათგანი მალტაა და მიხარია, ცხადაძემ მუშაობა წარმატებულად რომ დაიწყო.

კახამ თავიდანვე თქვა, რომ გუნდის გარდაქმნასა და უკეთესი ფეხბურთის თამაშს შეეცდება. ესაა მთავარი ამოცანა. მაგრამ გუნდი სულ
სამი დღის შეკრებილია და დროა საჭირო საიმისოდ, რათა ნაკრებისგან ის თამაში ვიხილოთ, რომელზეც გულშემატკივარი ოცნებობს.

ცხადაძის საფეხბურთო ფილოსოფიაა, რომ ფლანგის მოთამაშე შეტევაში კარგად ერთვებოდეს, მაგრამ ასეთი ფეხბურთელი ბევრი არ არის და ნახევარმცველების უკან დახევა ამით იყო განპირობებული. გუნდმა პირველ ტაიმში ამოცანას თავი კარგად გაართვა.

რაც შეეხება გერმანიის ნაკრებთან მატჩს, მასთან მიზანი არა მარტო შედეგის, არამედ ჩვენი თამაშის ჩვენება იქნება. თამაში აუცილებლად გააზრებულად უნდა წარიმართოს. ვნახოთ, რა გამოგვივა", - ამბობს ცეცაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული