კახა ცხადაძე: ჯობია წავაგოთ ფეხბურთის თამაშით, ვიდრე ანტიფეხბურთით

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გერმანიასთან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

29 მარტს, "დინამო არენაზე" გამართულ ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის V ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიასთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

"პირველ რიგში, მივულოცავ და წარმატებას ვუსურვებ გერმანიის ნაკრებს. პირველივე ტაიმში მოგვიწია ორი იძულებითი შეცვლის გაკეთება. ამან ძალიან ცუდად იმოქმედა ჩვენზე.

ძალიან გვიჭირდა ბურთის შენარჩუნება, რაც ჩვენი ყველაზე დიდი ნაკლი იყო.

მეორე ტაიმში შევეცადეთ ფეხბურთი გვეთამაშა
და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შევქმენით.

სამუშო ბევრი გვაქვს და ეჭვი არ მეპარება, რომ მოვუმატებთ. ფეხბურთელებმა უნდა ირწმუნონ საკუთარი თავის. ჯობია წავაგოთ ფეხბურთის თამაშით, ვიდრე ანტიფეხბურთით.

მეორე ტაიმი პოზიტიური იყო. ჩვენი თამაში არ იყო სრულყოფილი, მაგრამ მომენტებს ვქმნიდით.

სამუშაო ბევრი გვაქვს, თუმცა ვხედავ პოტენციალს და ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, თითქოს ნაკრებს შეტევაში პოტენციალი არ აქვს.

ლაშა დვალის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება ამისულაშვილს, მას ძმიმე ტრავმა აქვს, კუნთი აქვს გაწყვეტილი", - თქვა ცხადაძემ.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ჩვენ შენი გვჯერა კახა.შენ კარგ ნაკრებს დააყენებ.ეს ბიჭები ჩვენ ბევრჯერ გაგვახარებენ.წინ,წინ,წინ!!!
Zaza
23:16 29-03-2015
0
Meore taimi!!!
Gela
23:25 29-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული