წერილი ფანისგან, რომელიც შვაინშტაიგერს ვარჯიშზე გადაეხვია... [VIDEO]

AutoSharing Option
უკვე მთელი მსოფლიო მოიარა ფოტომ, "დინამო არენაზე", გერმანიის ნაკრების ვარჯიშის დროს, მსოფლიო ჩემპიონების კაპიტან ბასტიან შვაინშტაიგერს მოედანზე ახალგაზრდა ქართველი გულშემატკივარი რომ შეუვარდა, გადაეხვია და ფეხებზე ხელებით შეეხო.

"ლელოს" იმ ახალგაზრდის მამა დაუკავშირდა და შვილის წერილი გადმოსცა. ამ ახალგაზრდას ლევანი ჰქვია, მაგრამ საკუთარი პერსონის გარშემო აჟიოტაჟს ერიდება და ამიტომ გვარის გამხელა არ ისურვა.

"ყოფილი ფეხბურთელი ვარ, "საბურთალოს" 1997-წლიანების გუნდში ვთამაშობდი და ერთ-ერთი ასაკობრივი ნაკრების კანდიდატიც ვიყავი. უზომოდ მიყვარს ფეხბურთი და სულ მსურდა, რაღაც
ფორმით ამ სამყაროსთან ახლოს ვყოფილიყავი.

ამ მატჩისთვის მედიამოხალისეობაზე რეკომენდაცია მამუკა კვარაცხელიასთან გამიწიეს. ის გამესაუბრა, შეამოწმა ჩემი ინგლისურის ცოდნა, მომცა რამდენიმე დავალება და შევეცადე, კარგად შემესრულებინა.

სტადიონზე რამდენიმე მოხალისე იყო, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციას ასრულებდნენ. მე ერთ-ერთ მათგანთან, მამუკა კუკულაძესთან ერთად დამევალა, რომ 15 წუთით, ვარჯიშის დასაწყისიდან მის დახურვამდე მედიისთვის ფოტოგრაფების შემომსაზღვრელი თოკი დამეჭირა.

თავიდან ინსტრუქციას ზუსტად ვასრულებდი, შემდეგ კი ემოციებმა მძლია და ჩემს საყვარელ ფეხბურთელთან, შვაინშტაიგერთან მივიჭერი, მოვეხვიე და ბუცებზე ხელი დავადე.

ძალიან განვიცდი, მოვალეობა რომ ვერ შევასრულე და ბატონ მამუკას, სხვა მოხალისეებსა და მატჩის ორგანიზატორებს უხერხულობა და პრობლემები შევუქმენი.

მე ქართველი ვარ და საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გერმანიის გულშემატკივრობა გულშიც არ გამივლია", - ამბობს ლევანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
ბოდიში და რა GAUთღAKEთ ამ ბავშვს? რა გინდათ ვერ ვხვდები. კაცი ვარჯიშზე საყვარელ ფეხბურთელთან მივიდა და ბუცებზე ხელით შეეხო. პრესა და ინტერნეტი კი ააჭრელეთ, რომ ემთხვიაო. იმდენი თქვენი........ .... ხართ ზოგ-ზოგიერთები. ... იმაზე რატომ არაფერს წერთ, თამაშის დროს ველურები, რომ სტადიონზე შეიჭრენ. ვინ ხართ, რა გიშისანი. ერთი ... აქ ამ ბავშვის გვარსაც კი კითხულობს. არაა ახლა ....
koka
31 მარტი 2015 13:21
0
აცალეთ ამ ბავშვს იყოს გახარებული რას ერჩით დარწმუნებული ვარ ბევრ ქართველზე მაგარი ქართველიც არის და დიდი გულშემატკივარიც ჩვენი ნაკრების.
gio1976
31 მარტი 2015 13:00
0
ყველას შეგვეძლოს ნეტა ასე გულახდილად ემოციების გამოხატვა მეტი სითბოს და სიყვარულის გაცემა...
ნათია
31 მარტი 2015 12:44
0
ზურა შენ რითი ხარ ბრბოზე მეტი? ეგეთ რაღაცეებს რო ნატრულობ ბრბოზე უარესი ხარ
emre
31 მარტი 2015 12:36
0
რა ბრბო ხართ ნეტავ გვერდიდან დაგანახათ თქვენი თავი და ბინძური, ბოღმით სავსე სახეები, თქვენ ფულისთვის, კარგი ცხოვრებისთვის და შიშით იჩოქებთ (შეიძლება პირდაპირი გაგებით არა) და ამ ბიჭმა სიყვარულით გააკეთა... გაუკონტროლეთ ახლა ყველას ვინ უნდა მოწონდეს და უყვარდეს!!! ტფუუუ თქვენი... მაგრამ რომ გადაშენდებით დინოზავრებივით ეგ ხომ გარდაუვალია, ოღონდ ვინატრებდი რომ მალე მოხდეს....
zura
31 მარტი 2015 11:26
0
რა გვარისაა ეს ახალგაზრდა??? ძალიან აინტერესებს ბევრს
gio
31 მარტი 2015 11:13
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული