ჯობია არ ნახოთ - საქართველოს ახალი ისტორიული ანტირეკორდი ფიფას რეიტინგში

AutoSharing Option
ფიფა/"კოკა კოლას" ახალი, მაისის რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა თავის ისტორიაში მორიგი ანტირეკორდი დაამყარა - 197.19 ბალით 139-ე ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს ჩვენი ქვეყნის უმთავრესმა გუნდმა მარტში, მალტასთან (ამხანაგური) და გერმანიასთან (ევრო 2016-ის შესარჩევი) ითამაშა, რის შემდეგაც წინა, აპრილის რეიტინგში, ისტორიაში ყველაზე დაბალ - 138-ე ადგილამდე დაეშვა. მას შემდეგ კახა ცხადაძის გუნდს მატჩი აღარ ჩაუტარებია, თუმცა სხვა ნაკრებების წინსვლის ხარჯზე, კიდევ ერთი საფეხურით დაქვეითდა.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რეიტინგ-ლისტში, სადაც 209 ქვეყანაა წარმოდგენილი, ჩვენზე წინაა: ლუქსემბურგი, ფილიპინები, არუბა და ავღანეთი... ევროპული
ქვეყნები, რომელსაც რეიტინგში უკან ვიტოვებთ, მალტაა, სან მარინო და ანდორაა.

საქართველოს ნაკრებს ევრო 2016-ის შესარჩევში მომდევნო შეხვედრა სტუმრად პოლონეთის ნაკრებთან, 13 ივნისს უწევს.

რაც შეეხება რეიტინგის პირველ ათეულს, მასში ცვლილებები არ მომხდარა - პირველ-მეორე ადგილებს კი კვლავაც მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია და ფინალისტი არგენტინა იკავებენ.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 15 /
შეწყდეს ფეხბურთის დაფინანსება ბიუჯეტიდან
გადასახადის გადამხდელი
11:14 08-05-2015
0
შვეიცარია ესპანეთზე წინაა? აფერუმ ამ რეიტინგს, რაღაც მიშასდოინდელ რეიტინგულ კანტორას მაგონებს
omari
11:28 08-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული