გოგიტა გოგუა: მიხარია, კახა ცხადაძეს ჩემი რომ სჯერა...

AutoSharing Option
გოგიტა გოგუა ეროვნულ ნაკრებთან ერთად ავსტრიულ შეკრებაზეა. ქვეყნის მთავარ გუნდში ის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. კახა ცხადაძემ 31 წლის ნახევარმცველი უკრაინა-პოლონეთთან გასამართავი სანაკრებო შეხვედრებისთვის გამოიძახა, რამაც გოგუა ძლიერ გაახარა.

"დასანანია, როცა 4 წელიწადს კარგავ და ნაკრებში თამაშის საშუალებას გართმევენ, მაგრამ ველოდებოდი ამ დღეს, როცა გამომიძახებდნენ და ეს შანსი ახლა მომეცა.

მიხარია, კახა ცხადაძე რომ მენდობა და ჩემი ჯერ კიდევ სჯერა. რაც შემიძლია, ყველაფერს გავაკეთებ, ნდობა რომ გავამართლო და საქართველოს ნაკრებს გამოვადგე", - გვითხრა გოგუამ.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის გოგუას ეროვნული
ნაკრების მწვრთნელები ადრე ხშირად ენდობოდნენ, რადგანაც მოედანზე მუდამ ბოლომდე იხარჯებოდა, მაგრამ იყო კონფლიქტებიც: ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გოგუამ მხოლოდ ორი თამაში ჩაატარა. სწორედ ამ დროს დაუპირისპირდა ის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ კლაუს ტოპმიოლერს, რის შემდეგაც გერმანელმა ნაკრებიდან მოკვეთა.

გოგუას არც არგენტინელი ექტორ კუპერი იძახებდა, თემურ ქეცბაიამ კი 2010 წლის 3 მარტს ესტონეთთან ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახა და პლეიმეიკერის პოზიციაზე ათამაშა.

მაგრამ 2011 წლის 27 მარტს, ხორვატიასთან მოგებული მატჩის მეორე დღეს, "დინამო არენაზე" გამართული ვარჯიშისას გოგუასა და ქეცბაიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა (როგორც ამბობენ, ფეხბურთელმა მწვრთნელისგან ლანძღვა-გინება ვერ აიტანა). ამის შემდეგ გოგუამ შეკრება დატოვა და მას შემდეგ "ჯვაროსნების" ფორმით აღარ უთამაშია...

რაც შეეხება მის საკლუბო კარიერას, როგორც ვწერდით, კახა ალადაშვილთან ერთად ის ხაბაროვსკის "სკა ენერგიიდან" მოდის, თუმცა სად გააგრძელებს თამაშს, ეს ჯერჯერობით უცნობია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მე მაინტერესებს როგორც ერთერთი გულშემატკივარი სადარიან ფანცულაია მიქაშავიზე რევიშვილი კულუმბეკოვი არადა ისინი ხომ საქართველოს ისტოეიაში ცერიან როგორც ევროპის ჩემპიონები თან რა დროს და რა ხალხში ეს მათხოვრები ფედერაციაში კი კურადგებასაც არ აქცევენ ამათ აკერიათ და ცნობენ ცხადაძეს ცეცაძე ხელბურთელს მაისურაძეს დადევდარიანს არადა ესენი ერთად აგებულები ვერცერთ ტვითეულ მათგანთან ვერ მივლე
xabazi
20:44 08-06-2015
0
xabazi-ს. მშვენიერი პროფესია გქონია. მიდი რა იხაბაზე. ფეხბურთი რა შენი საქმე, თუ ღმერთი გწამს!!! წერაში კი ნულს ქვემოთ არის შენი "განსწავლულობა". აბა გადაიკითხე საკუთარი კომენტარი. თუ შენ ერთ წერტილს ან მძიმეს ნახავ....სწორია - "მე მაინტერესებს, როგორც ერთ-ერთ გულშემატკივარს, სად არიან ფანცულაია, მიქაშავიძე, რევიშვილი, კულუმბეკოვი? ისინი ხომ საქართველოს ისტორიაში მოიხსენიებიან, როგორც ევროპის ჩემპიონები. თან რა დროს და რა ხალხში. ეს მათხოვრები კი ფედერაციაში, ყურადღებასაც არ აქცევენ. ამათ აკერიათ და ცნობენ ცხადაძეს, ცეცაძე ხელბურთელს, მაისურაძეს, დადევდარიანს. არადა, ესენი ერთად აღებული, ვერცერთ თვითეულ მათგანთან ვერ მივლენ". (მართალია ბოლოში ვერ გავიგე რა გინდა თქვა, მაგრამ ასეა სწორად.)ქართველ ადამიანს, მე უნდა გასწავლო წერა!!!
beniamin krikheli
09:46 09-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული