კახა ცხადაძის გუნდი ქალაქ ლინციდან პოლონეთის დედაქალაქში ჩარტერული რეისით 12 ივნისს გაემგზავრა. სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს ნაკრებმა პოლონეთის მთავარ საფეხბურთო არენაზე ერთი ვარჯიში ჩაატარა, საწვრთნელი პროცესი კი საათს გაგრძელდა.
გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა მათე ვაწაძემ, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებდა.
მათე
ვაწაძე: ამას აუცილებლად გამოვასწორებთ...
კახა ცხადაძისა და გურამ კაშიას პრესკონფერენცია პოლონეთთან მატჩის წინ
კახა ცხადაძისა და გურამ კაშიას პრესკონფერენცია პოლონეთთან მატჩის წინ
ეროვნული ნაკრების სამატჩო განაცხადი ასე გამოიყურება:
მეკარეები: გიორგი ლორია "ოლიმპიაკოსი" (საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი "ტოსნო" (რუსეთი), როინ კვასხვაძე "ოთელოსი" (კვიპროსი).
მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი "ინტერი" (აზერბაიჯანი), გურამ კაშია "ვიტესი" (ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე "ომონია" (კვიპროსი), კახა ალადაშვილი "სკა ენერგია" (რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი "ტოსნო" (რუსეთი), ლაშა დვალი "ქასიმფაშა" (თურქეთი), ლაშა სალუქვაძე "ინტერი" (აზერბაიჯანი), ლაშა თოთაძე "დინამო" თბილისი (საქართველო).
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი "კარპატი" (უკრაინა), კახა მახარაძე "ფახთაქორი" (უზბეკეთი), ჯანო ანანიძე "სპარტაკი" (რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე "ვოლინი" (უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი "ვიტესი" (ჰოლანდია), ლევან ყენია "სლავია" (ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი "გენკი" (ბელგია), გიორგი პაპუნაშვილი, მათე ცინცაძე ორივე "დინამო" თბილისი (საქართველო).
თავდამსხმელები: მათე ვაწაძე "ორჰუსი" (დანია), გიორგი ჭანტურია "კლუჟი" (რუმინეთი), ბაჩანა ცხადაძე "ინტერი" (აზერბაიჯანი).