ანგარიში 62-ე წუთზე არკადიუშ მილიკმა გახსნა, ხოლო რობერტ ლევანდოვსკიმ სწრაფი ჰეთ თრიკი 89-ე, 91-ე და 93-ე წუთებზე შეასრულა.
მატჩის შემდეგ შეხვედრაზე პოლონელთა თავკაცმა ადამ ნავალკამ და საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ისაუბრეს.
კახა ცხადაძე: საფეხბურთო მატჩი გრძელდება 90 წუთს პლუს მსაჯის მიერ კომპენსირებული დრო. დღეს ჩვენ კარგად 87 წუთი ვითამაშეთ, შემდეგ კი ფატალური შეცდომები დავუშვით.
რა თქმა უნდა, ნებისმიერი შედეგის პასუხისმგებელი ყოველთვის
დღევანდელ 87 წუთში მხოლოდ ერთი მონაკვეთი იყო, როცა ბურთს უფრო ჩვენ ვფლობდით, ეს იყო პირველი გაშვებული ბურთის შემდეგი პერიოდი. ამ დროს ჩვენ შევქმნენით მომენტები, ბურთი ხარიხას გავარტყით. სამწუხაროდ, ამ პერიოდში გოლის გატანა ვერ შევძელით. ეს იყო მატჩის გადამწყვეტი მომენტი.
ჩვენ ბევრი გვაქვს სამუშაო სამომავლოდ. პოლონეთის ნაკრები აწყობილი მანქანაა, რომელმაც უკვე დაიწყო სვლა მიზნისკენ. ფეხბურთელები მაღალი კლასის თამაშს აჩვენებენ. ამ მანქანამ შესაძლოა, ბევრს მიაღწიოს. კარგი გუნდი გყავთ, სადაც ყოველმა კარგად იცის თავისი საქმე და ადგილი".
ადამ ნავალკა: "ჩვენ დიდი სამუშაო გავწიეთ და ველოდით ძნელ მატჩს საქართველოს ნაკრებთან. ასეც იყო, ამ გუნდს დიდი პროგრესი აქვს ჩვენი შემოდგომის დაპირისპირების შემდეგ.
თუმცა მეტოქეს არ ვაკნინებთ, მაგრამ ვიცოდით, რომ მატჩის მერე სამი ქულა ჩვენ დაგვრჩებოდა. ბიჭებმა ფანტასტიკურად ითამაშეს სიცხეში. პირველ ტაიმში მეტოქემ მაღალი ტემპი შემოგვთავაზა, ფეხბურთში აუცილებელია ცივი გონებით თამაში და მეორე ტაიმში ჩვენი დროც დადგა. ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩვენ დაგვრჩა".
ადერტი ნავალოვსკი ტამაშობს