გამოჩნდა, რომ 3 მცველით თამაში ძალიან სარისკოა, - ელგუჯა გუგუშვილი ნაკრებზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მიერ განცდილი ვარშავული მარცხის შეფასება ვთხოვეთ ცნობილ სპეციალისტ ელგუჯა გუგუშვილს:


"რა თქმა უნდა, მარცხი განაპირობა რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობამ. შევეცდები, თანმიმდევრულად ვისაუბრო იმ გარემოებებზე, რამაც გამოიწვია ეს შედეგი.

პირველი და უმთავრესი, ჩემი აზრით, არის საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველების სუსტი თამაში. გამოჩნდა, რომ 3 მცველით მატჩის ჩატარება ძალიან სარისკოა.

მეორე ფაქტორი იყო ის, რომ ბოლო 15 წუთის განმავლობაში საქართველოს ნაკრებს დაღლა დაეტყო. მე არ ვიცი, ზუსტად რა მოხდა. შესაძლოა, უკრაინასთან თამაშის შემდეგ გუნდმა ბოლომდე ვერ
აღიდგინა დახარჯული ენერგია.

მესამე მიზეზად დავასახელებდი იმას, რომ საქართველოს ნაკრების თავდასხმას ბურთი არ უჩერდებოდა. კი, შედარებით მობილური და კონტაქტური იყო ნახევარდაცვა, მაგრამ ამან არ იკმარა დაცვისა და თავდასხმის ასეთი გარჯის ფონზე.

მეოთხე ფაქტორი - ჩემი სუბიექტური აზრით, ესაა: უკრაინასთან მარცხმა მაინც ნეგატიური გავლენა იქონია საქართველოს ნაკრების თამაშზე. იქნებ, სჯობდეს, როცა პოლონეთის დარ მეტოქესთან უნდა დავიჭიროთ საქმე, მანამდე ცოტა სუსტ გუნდთან ჩავატაროთ სპარინგი...

მეხუთე ფაქტორი არის "ბოლო პასის" პრობლემა, რაც ფეხბურთის ერთ-ერთი საკვანძო ელემენტია. ორ თამაშში ერთადერთი ნორმალური "ბოლო პასი" გაკეთდა და ისიც გოლით დაგვირგვინდა.

მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ახლა მძაფრი კრიტიკის დრო არ არის. ერთ თვეში გუნდი არავის გაუკეთებია, ამას დრო სჭირდება", - გვითხრა გუგუშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ყველაზე დიდი პრობლემა მაინც ბოლო პასია და კიდევ ის,რომ თავდამსხმელები ბურთს ვერ ამუშავებენ ერთი შეხებით.ბურთს ვერ აჩერებენ და ვერ იწებებენ ფეხზე ერთი შეხებით.როცა სრაფი შეტევაა,ეს აუცილებელია.
Zaza
00:05 17-06-2015
0
გია ჭიაბრიშვილი: იყო ლაპარაკი, რომ ბიჭები ფიზიკურად კარგად მომზადებულები არ იყვნენ. რეალურად, ჩვენი პრობლემა ჩემპიონატის დაბალი დონიდან მომდინარეობს, რის გამოც მოთამაშეები ყველა შეხვედრაში კარგად ვერ იტვირთებიან. ამის შედეგს სანაკრებო და საერთაშორისო შეხვედრებში აწყდებიან. თორემ "ფიზიკა" ყველაზე ადვილად მოსაგვარებელი საკითხია.
http://www.sportall.ge/…/79656-gia-tciabrishvili-qsaburthal…

კაცი ამბობს ფიზმომზადება ადვილიაო და იქნებ ეროვნულის სამწვრთნელო შტაბი დაინტერესდეს!!!!
გუჯა კახაძე
11:18 16-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული