ვლადიმერ გუცაევი: ძალიან გვაკლია სისწრაფე, ახალი ფეხბურთელებია მოსაძებნი!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ ვარშავაში განცდილი მარცხის შეფასება ვთხოვეთ თბილისის "დინამოს" ლეგენდას, ნაკრების ყოფილ დამრიგებელ ვლადიმერ გუცაევს:


- პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები ცუდად არ გამოიყურებოდა.

ერთი აუცილებლად უნდა ვთქვა: ხუთმცველიან ტაქტიკას, რომლითაც ნაკრებმა ითამაშა, სჭირდება ძალიან სწრაფი წინახაზელები, რისი დეფიციტიც არის დღეს საქართველოს ნაკრებში. ოქრიაშვილი, ანანიძე, კობახიძე - ამ ფეხბურთელების მთავარი კოზირი სისწრაფე არ არის.

მათე ვაწაძე ძალიან კარგი ფორვარდია, მომწონს მისი თამაში, მაგრამ არც ის არის სწრაფი.

დავაკვირდეთ, რა ტენდენციაა დღეს მსოფლიო ფეხბურთში. ასეთ
დროს ორიენტირად უნდა ავიღოთ მსოფლიოს წამყვანი გუნდები. ჩვენ ვიცით, რა სისწრაფით ავითარებს კონტრშეტევებს "ბარსელონა". მოდიან და მოაქვთ ყველაფერი... იგივე "რეალი"... კატალონიელთა სამეული, ჩემი აზრით, იმით სჯობს მადრიდელთა ტრიოს, რომ ბენზემა ვერ არის საკმარისად სწრაფი.

ეს ციკლი ჩავარდნილია და ამას აღარაფერი ეშველება, მაგრამ, თუნდაც, მომავალი შესარჩევისთვის მოსაძებნია ახალი ფეხბურთელები.

- თქვენი აზრით, რა მოხდა ბოლო წუთებზე?
- მომხდარს მე ფსიქოლოგიური მომენტით ავხსნი. ერთი ბურთით ვაგებდით, იყო ქულის აღების შანსი და გავიხსენით. პოლონელებს ძალიან სწრაფი, უმაღლესი დონის ფორვარდები ჰყავთ - ლევანდოვსკი თავისთავად და მილიკიც ძალიან მაგარია. ჭკუით თამაშობს.

- გვაქვს კი იმის რესურსი, რომ საქართველოს ნაკრებში ახალი ფეხბურთელები გამოჩდნენ?
- ძალიან მომწონს თბილისის "დინამოს" მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე, ასევე - გიორგი პაპუნაშვილი. მახარებს ის, რომ ნაკრებში ჩაეწერა ვაკო ყაზაიშვილი. მან იცის ფეხბურთი, პასი, ბურთის გაჩერება...

- რას უნდა დავაბრალოთ ჩვენი მოთამაშეების ბევრი ზედმეტი მოძრაობა?
- ზედმეტი მოძრაობები არის იქ, სადაც არის სათამაშო კლასის ნაკლებობა. სადაც გადაწყვეტილება მისაღებია წამის მეასედში, იქ ჩვენ საამისოდ წამის მეათედს ვხარჯავთ.

კახა ცხადაძეს დრო სჭირდება. ის "ფოკუსს" ვერ ჩაატარებს და არც ჯადოსნური ჯოხი აქვს, რომ ერთი აიქნიოს და გუნდი გააკეთოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
ყვეალზე საშინელი-მენტალურად უკვე შკენდიასთან მარცხი მიღებულია..


მაღალი ევროპული დონის(მაგ.უკრაინა) ფიზიკური მომზადების მწვრთნელით და კარგი მთავარი მწვრთნელით დინამოს ამ შემადგენლობისთვის სულ მცირე ბატე მეტოქეც აღარ უნდა იყოს ორ წელიწადში...


...შკენდია არის იმ დონის ,სადაც შეიძლება იღბალზე ილაპარაკო?ვერ გამოიყენე მომენტი,არ გაგიმართლა,თუ ძლიერი ხარ,მაშინ შემდეგ შეტევას დააგვირგვინებ გოლით,ან მორიგს და ა.შ.....90წუთში ,როცა შკენდიას ვერ გაუტან...
-სამი ძელი?სამიდან ორ შემთხვევაში ძელი მაქსიმუმი იყო ეპიზიდადნ...მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა..
-მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ფიზიკაზე!სისწრაფეებზე!ტემპზე!!!..რასაც ამ ეპიზოდებში ვხედავ-ძალიან დაბალი ტემპი და სისწრაფეებია...
-დინამოდან მოხსნეს გოგიჩაიშვილი და დატოვეს გუნდში ჩემპიონატის მეორე ნახევრის ,,ჩაგდებაში,, მთავარი ,,დამნაშავე, მწვრთნელი ფიზიკურ მომზადებაში....
-რაც არ უნდა გენიალური მწვრთნელი იყოს გეგუჩაძე ,ვერავითარი სუპერტაქტიკა გუნდს ვერ მოაგებინებს თამაშებს,თუ გუნდში არ არიან შესაბამისი დონის ფეხბურთელები,შესაბამისად ფიზიკურად მომზადებული და მზად მაღალ ტემპში ,სისწრაფეებში 90წუთისთვის!არ არსებიობს არავითარი ტაქტიკურად გენიალური მწვრთნელი,რომელიც ცუდად მომზადებული ფეხბურთელებით შედეგს დადებს!გუნდების მთავარი მწვრთნელები მედიდური,ჭკვიანი სახის გამომატყველებით ნუ ეცდებიან გულშემატკივრის ,,დაბოლებას,,...
-კლუბების ხემძღვანელები არ უნდა ზოგავდნენ სახსრებს ფიზმომზადების მაღალი დონის უცხოელ სპეციალისტებზე.წინ უნდა იხედებოდნენ და ფიზიკურად კარგად მომზადებულ ფეხბურთელში მომავალი ტრანსფერებიდან გაცილებით მეტი შემოსავალიც იქნება..
-საშინლად მოუმზადებელი იყო ფიზიკურად საქართველოს 19 წლის ასაკობრივი ნაკრები.არ სისწრაფეები იყო სათანადო და 70-ე წუთის შემდეგ გუნდი იდგა.და ეს 21-ე საუკუნეში?ეს ხომ გასული საუკუნის 50-60 წწ-ია მხოლოდ...
zaza
15:18 16-06-2015
0
პატივისცემა და დიდი სიყვარული.
1976-1981
15:39 16-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული