ვლადიმერ გუცაევი: ძალიან გვაკლია სისწრაფე, ახალი ფეხბურთელებია მოსაძებნი!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ ვარშავაში განცდილი მარცხის შეფასება ვთხოვეთ თბილისის "დინამოს" ლეგენდას, ნაკრების ყოფილ დამრიგებელ ვლადიმერ გუცაევს:


- პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები ცუდად არ გამოიყურებოდა.

ერთი აუცილებლად უნდა ვთქვა: ხუთმცველიან ტაქტიკას, რომლითაც ნაკრებმა ითამაშა, სჭირდება ძალიან სწრაფი წინახაზელები, რისი დეფიციტიც არის დღეს საქართველოს ნაკრებში. ოქრიაშვილი, ანანიძე, კობახიძე - ამ ფეხბურთელების მთავარი კოზირი სისწრაფე არ არის.

მათე ვაწაძე ძალიან კარგი ფორვარდია, მომწონს მისი თამაში, მაგრამ არც ის არის სწრაფი.

დავაკვირდეთ, რა ტენდენციაა დღეს მსოფლიო ფეხბურთში. ასეთ
დროს ორიენტირად უნდა ავიღოთ მსოფლიოს წამყვანი გუნდები. ჩვენ ვიცით, რა სისწრაფით ავითარებს კონტრშეტევებს "ბარსელონა". მოდიან და მოაქვთ ყველაფერი... იგივე "რეალი"... კატალონიელთა სამეული, ჩემი აზრით, იმით სჯობს მადრიდელთა ტრიოს, რომ ბენზემა ვერ არის საკმარისად სწრაფი.

ეს ციკლი ჩავარდნილია და ამას აღარაფერი ეშველება, მაგრამ, თუნდაც, მომავალი შესარჩევისთვის მოსაძებნია ახალი ფეხბურთელები.

- თქვენი აზრით, რა მოხდა ბოლო წუთებზე?
- მომხდარს მე ფსიქოლოგიური მომენტით ავხსნი. ერთი ბურთით ვაგებდით, იყო ქულის აღების შანსი და გავიხსენით. პოლონელებს ძალიან სწრაფი, უმაღლესი დონის ფორვარდები ჰყავთ - ლევანდოვსკი თავისთავად და მილიკიც ძალიან მაგარია. ჭკუით თამაშობს.

- გვაქვს კი იმის რესურსი, რომ საქართველოს ნაკრებში ახალი ფეხბურთელები გამოჩდნენ?
- ძალიან მომწონს თბილისის "დინამოს" მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე, ასევე - გიორგი პაპუნაშვილი. მახარებს ის, რომ ნაკრებში ჩაეწერა ვაკო ყაზაიშვილი. მან იცის ფეხბურთი, პასი, ბურთის გაჩერება...

- რას უნდა დავაბრალოთ ჩვენი მოთამაშეების ბევრი ზედმეტი მოძრაობა?
- ზედმეტი მოძრაობები არის იქ, სადაც არის სათამაშო კლასის ნაკლებობა. სადაც გადაწყვეტილება მისაღებია წამის მეასედში, იქ ჩვენ საამისოდ წამის მეათედს ვხარჯავთ.

კახა ცხადაძეს დრო სჭირდება. ის "ფოკუსს" ვერ ჩაატარებს და არც ჯადოსნური ჯოხი აქვს, რომ ერთი აიქნიოს და გუნდი გააკეთოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
არველაზეებო ... ტკვენ დაგუპეტ ფეხბურტი საქარტველოსი კველანაირად
arxotski
11 ივლისი 2015 11:35
0
b valer swrafi da energiuli fexb aris rustavis ax gundshi d miminoshvili moikitxet asetebi sul nacnobobit ro avacket qvekanac da kvelaferi amitomac vart sul wagebulebi kvelafershi gtxovt gaitvaliscinot torem fuchi iqneba tkveni gvawli mapatiet rooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooom girchevt
nod
11 ივლისი 2015 11:27
0
სახელმწიფოს მხრიდან ფეხბურთის ფინანსირება უნდა შეწყდეს, სანამ ეს იარსებებს გვექნება კორუფცია და ათასი
უბედურება ჩაწყობილი თამაშების სახით.
სახელმწიფო დაეხმაროს მოზარდებს,მათ
სტადიონების და განათების მოწყობას ა.შ.
megzuri
10 ივლისი 2015 12:39
0
იქ არ ეძებთ სადაც საჭიროა!!!!!!!!!!
გივი
09 ივლისი 2015 15:47
0
ვოვა პატრიოტი ქართველი ოსი!!
lekso131993
07 ივლისი 2015 11:01
0
გარიბი ოდჯახის შვილები მაგრა ტამაშობენ მაგრამ პატრონი არაა
даа
04 ივლისი 2015 18:37
0
კარგია რო ტამასჰი გამოსწორდა.
nika
22 ივნისი 2015 01:19
0
და გუჯას პერსონის იგნორი რა შუაშია?
kako-s
18 ივნისი 2015 14:55
0
რა გუჟა კახაძე ფეხბურთი ტავზე დაგვამხეს ამ გარეცარ არველაძე სიჩინავებმა თავის ვეტერანებთან ერთად დასამარეს ქართული ფეხბურთი მოშორდით ტAVI DAGVANEBEთ

kako
18 ივნისი 2015 14:37
0
იქნებ ვინმე დაინტერესდეს გუჯა კახაძის პერსონით, რომელიმე კლუბი მაინც და ვნახოთ რეალურად რას ეფუძნება ამ კაცის ოპტიმიზმი, წლებია ეს კაცი იძახის გამომიყენეთო და რატო არ გამოჩნდა რომელიმე კლუბი მსურველი? დავიჯერო იმაზე მეტს ითხოვს ვიდრე იუგოსლავიელი ფიზ-მომზადების სპეციალისტები?...
irakli apkhaidze
17 ივნისი 2015 16:19
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული