კანკავას მსგავსად, ნაკრების ერთი მატჩი ბუბა დაუშვილმაც ტყუილად გამოტოვა

AutoSharing Option
რომ არა ზბიგნევ ბონეკი, ალბათ, კარგა ხანს ვერ გავიგებდით, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ტყუილად ტოვებდნენ თამაშებს, თითქოსდა, დისკვალიფიკაციის გამო.


გგონიათ, ჯაბა კანკავას შემთხვევა, რომელმაც პოლონეთთან მატჩი ორი გაფრთხილების გამო გამოტოვა (არადა, სამ ყვითელ ბარათზეა დისკვალიფიკაცია), ერთადერთია? არა!

ამავე შესარჩევ ციკლში, ოღონდ თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის დროს, საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარს 3:0 მოუგო. ამ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო ბუბა დაუშვილმა, რადგან ფედერაციაში ის დისკვალიფიცირებული ეგონათ.

არადა, დაუშვილმა ირლანდიისა და შოტლანდიის ნაკრებებთან მიიღო გაფრთხილებები. მხოლოდ ორი გაფრთხილება!

რაც ყველაზე
საოცარია, შესაძლოა, ფედერაციაში დღემდე ჰგონიათ, რომ ბუბა დაუშვილმა დისკვალიფიკაცია მოიხადა, არადა, ასე არ არის - როგორც კი მესამე ბარათს მიიღებს, მას მაშინ მისცემენ დისკვალიფიკაციას და ემანდ, უარესი "იაღლიში" არ მოგვივიდეს...
მკითხველის კომენტარები / 5 /
ფედერაცია კი არა საქათმეა ნამდვილი!
ირაკლი
17:41 23-06-2015
0
მართლა საქათმეა რა. ჟურალისტებიც არარიან აზრზე რა ხო უნდა მოიძიო არა ინფორმაცია ეხლა რო აეწვათ.
gio-goli
17:49 23-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული