სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი: ეს­ტო­ნე­თთან სპარინგი რე­ა­ლუ­რია, აზერ­ბა­ი­ჯა­ნთან - სა­ნა­ხევ­როდ

AutoSharing Option
სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებს ამ წლის ბო­ლომ­დე ოთხი ოფი­ცი­ა­ლუ­რი მატ­ჩი დარ­ჩა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი: 4 სექ­ტემ­ბერს - შოტ­ლან­დი­ას­თან (თბი­ლის­ში), 7 სექ­ტემ­ბერს - ირ­ლან­დი­ას­თან (დუბ­ლინ­ში), 8 ოქ­ტომ­ბერს - გიბ­რალ­ტარ­თან (თბი­ლის­ში) და 11 ოქ­ტომ­ბერს - გერ­მა­ნი­ას­თან (ლა­იფ­ციგ­ში).

ამას გარ­და, არ არის გა­მო­რიცხუ­ლი, რომ კა­ხა ცხა­და­ძის და­მოძღ­ვ­რილ­მა გუნ­დ­მა 2015 წლის ბო­ლომ­დე კი­დევ ორი შეხ­ვედ­რა გა­მარ­თოს - ამხანაგური მატჩები სტუმრად აზერბაიჯანთან და ესტონეთთან.

ძა­ლი­ან დი­დია იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი ნო­ემ­ბ­ე­რში სტუმ­რად ეს­ტო­ნე­თის ეროვ­ნულ გუნდს და­უ­პი­რის­პირ­დეს. წე­სი­თა და რი­გით, ამ სპა­რინგს ხე­ლი არა­ფერ­მა უნ­და შე­უ­შა­ლოს, მით უფ­რო,
რომ ეს ფი­ფას მი­ე­რა­ცაა ნე­ბა­დარ­თუ­ლი.

შვე­დი სპე­ცი­ა­ლის­ტის, მაგ­ნუს პერ­სო­ნის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით მო­ას­პა­რე­ზე ეს­ტო­ნე­თის ნაკ­რე­ბი დღეს­დღე­ო­ბით ფი­ფას რე­ი­ტინ­გ­ში 91-ეა (ჩვენ 139-ე) და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მიმ­დი­ნა­რე შე­სარ­ჩე­ვი ციკ­ლის ექვს მატ­ჩ­ში 7 ქუ­ლის მოგ­რო­ვე­ბაც მო­ა­ხერ­ხა.

ისე, აქამ­დე სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და ეს­ტო­ნე­თის ნაკ­რე­ბე­ბი ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რებ­ში ერ­თმა­ნეთს არას­დ­როს და­პი­რის­პი­რე­ბი­ან, ამ­ხა­ნა­გურ მატ­ჩებ­ში კი მცი­რე უპი­რა­ტე­სო­ბა ჩვენს მხა­რე­საა: 4 მატ­ჩი, 2 მო­გე­ბა, 1 ფრე, 1 წა­გე­ბა (ბურ­თე­ბის სხვა­ო­ბა: 6-4).

ეს­ტო­ნე­ლებ­თან სპა­რინ­გი, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­დაწყ­ვე­ტი­ლია; აი, რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის კი­დევ ერთ ამ­ხა­ნა­გურ მატჩს, ეს სა­კითხი ჯერ­ჯე­რო­ბით მო­ლა­პა­რა­კე­ბის სტა­დი­ა­შია. თუმ­ცა, იმის შან­სი, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა აგ­ვის­ტო­შიც გა­მარ­თოს კი­დევ ერ­თი ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩი, 50/50-ზეა. სა­ვა­რა­უ­დო მე­ტო­ქეც უკ­ვე ცნო­ბი­ლია - სტუმ­რად აზერ­ბა­ი­ჯან­თან, რო­მე­ლიც დღეს­დღე­ო­ბით ფი­ფას რე­ი­ტინ­გ­ში 115-ე ად­გილ­ზეა.

ახ­ლა ყვე­ლა­ფე­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ნაკ­რე­ბის ხორ­ვა­ტი თავ­კა­ცის, რო­ბერტ პრო­სი­ნეჩ­კის თან­ხ­მო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მი­სი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, ჩვენ­მა მე­ზობ­ლებ­მა ბო­ლო ორ ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რა­ში 4 ქუ­ლა მო­ი­პო­ვეს. ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა, შე­საძ­ლოა, ის იყოს, რომ აგ­ვის­ტო­ში უცხო­ურ კლუ­ბებს ვე­რა­ვინ მოს­თხოვს ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ნაკ­რე­ბებ­ში გაშ­ვე­ბას (ეს "ფი­ფას თვე" არ არის) და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბის მხრი­დან თან­ხ­მო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, კა­ხა ცხა­და­ძე მე­ზობ­ლებ­თან სას­პა­რინ­გოდ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კლუ­ბე­ბის ნაკ­რებს გა­იყ­ვანს.

ისე, ჩვენ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ნაკ­რებ­ში ერ­თი-ორი ლე­გი­ო­ნე­რი თუა და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არც მე­ზობ­ლებს აწყენთ ჩვე­ნებ­თან ძა­ლე­ბის მო­სინ­ჯ­ვა.

ეს­ტო­ნე­ლე­ბი­სა არ იყოს, აქამ­დე არც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ნაკ­რებ­თან ჩაგ­ვი­ტა­რე­ბია ოფი­ცი­ა­ლუ­რი მატ­ჩი. სა­მა­გი­ე­როდ, ექ­ვ­ს­ჯერ და­ვუ­პი­რის­პირ­დით ამ­ხა­ნა­გურ შეხ­ვედ­რებ­ში და ფაქ­ტობ­რივ თა­ნა­ფარ­დო­ბა­ში მხო­ლოდ ბურ­თე­ბის სხვა­ო­ბა­ში ვჯობ­ნით: 6 მატ­ჩი, 2 მო­გე­ბა, 2 ფრე, 2 წა­გე­ბა, ბურ­თე­ბის სხვა­ო­ბა: 8-6.

ასე და­ემ­თხ­ვა, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ნაკ­რე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებს, თით­ქ­მის უმ­რავ­ლეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, ექ­პე­რი­მენ­ტუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბე­ბით უწევ­და მო­ე­დან­ზე გა­მოს­ვ­ლა. ასე იყო 1992, 1993, 1998, 2001 და 2007 წლებ­ში გა­მარ­თულ მატ­ჩებ­ში და ასე იქ­ნე­ბა ახ­ლაც...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მიეცით შანsი ამ კაცს !!! რა უბედურებაა ტო და რა უყურადღებობა ! ჩავა ნაკრები აზრებიჯანში და ისევე როგორც დინამოს გაბალამ, ესენიც დაიჭერენ .... !!!
dave
09:16 10-07-2015
0
იქნებ ვინმე დაინტერესდეს ამ კაცით და მისი პროგრამით, რამდენი ხაინია უკვე ამას საუბრობს, ცისფერი მთები მახსენდება და გუჯა სოსოს როლში.
Irakli Apkhaidze
23:36 09-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული