დღეს, 25 ივლისს, სანკტ-პეტერბურგში, ჩვენი დროით 19:00 სთ-ზე, დაიწყება 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა და გაირკვევა, თუ რომელ გუნდებთან ერთად მოუწევს საქართველოს ნაკრებს ურთიერთობის გარკვევა. წილისყრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს I არხი წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისგან განსხვავებით, მუნდიალზე მოხვედრა ბევრად უფრო გართულებულია. ყოველ შემთხვევაში, უკვე წლებია, რაც სავსებით სამართლიანი პრეტენზიები აქვთ ევროპულ ქვეყნებს: მუნდიალზე ხომ უეფას მხოლოდ 13 ადგილი
* * *
არავინ უარყოფს, რომ დღესდღეობით ქართულ ფეხბურთში უამრავი პრობლემა დაგროვდა. თუ სად ვიმყოფებით საკლუბო დონეზე, ეს სულ ახლახანსაც ნათლად გამოჩნდა: ევროტურნირებზე მოასპარეზე ოთხივე ქართული გუნდი გათამაშებას პირველივე რაუნდის მერე გამოეთიშა! ეს კი დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ მესამე ფაქტია - 2000 და 2003 წლების მერე წლეულს მოხდა, როცა ჩვენი გუნდებისთვის ევროტურნირები ივლისში დასრულდა. სამაგიეროდ, უკვე ჩვეულებრივ ამბად უნდა აღვიქვათ ის ფაქტ(ებ)ი, როცა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვიხილავთ აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ალბანეთის, მოლდოვის გუნდებს...
არანაკლებ მტკივნეულია სანაკრებო თემაც: დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ჩვენი ნაკრები ფიფას რეიტინგში ასე ქვემოთ არასდროს ყოფილა! ისე, როგორც არასდროს ვყოფილვართ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის წინ... VI კალათაში!
ეს კი არა, ევროპაში ჩვენ ქვემოთ მხოლოდ და მხოლოდ სამი ნაკრებია: მალტა, სან მარინო და ანდორა! გიბრალტარიც არ დაგვავიწყდეს - უეფასგან განსხვავებით, ეს ქვეყანა ჯერჯერობით ფიფას წევრი არ არის და ამიტომაც ვერ მიიღებს მონაწილეობას წილისყრაში.
რეგლამენტი
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ევროპიდან 52 ქვეყანა მონაწილეობს; ეს 52 გუნდი 9 შესარჩევ ჯგუფში გადანაწილდება და აქედან 8 ჯგუფი იქნება ექვსგუნდიანი, ერთი კი - ხუთგუნდიანი. მუნდიალის საგზურს ავტომატურად მიიღებს ცხრავე ჯგუფის გამარჯვებული. დანარჩენი ოთხი საგზური კი შემდეგნაირად განაწილდება: ყველაზე უარესი შედეგის მქონე მეორეადგილოსანი "თამაშგარე მდგომარეობაში" ხვდება, დანარჩენი 8 მეორეადგილოსანი კი დაწყვილდება და ამ ორმატჩიან პლეი ოფში გამარჯვებული ოთხი ნაკრები მუნდიალზე იასპარეზებს.
და კიდევ ერთი განსხვავება ევროპის ჩემპიონატისა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპებს შორის: ევროპის შესარჩევზე ფეხბურთელი სამი გაფრთხილების მერე ტოვებს მომდევნო მატჩს, მსოფლიოს შესარჩევზე კი - ორი გაფრთხილების შემდეგ...
იმედიანი დასაწყისი და ქრონიკული რეგრესი
საქართველოს ნაკრებმა თავის სადებიუტო ციკლი (1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი) მესამე ადგილზე დაამთავრა და ეს შედეგი, რაღა თქმა უნდა, წარმატებად შეფასდა; სხვანაირად ვერც იქნებოდა: კონკრეტულ შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებს იმის მერე 5 მატჩი არასდროს მოუგია, ეგ კი არა, არც - ოთხი! ამის გამოც იყო, რომ ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე საქართველოს ნაკრებს მომდევნო შესარჩევი ეტაპის დაწყების წინ, ფაქტობრივად, კონკრეტული მიზანიც დაუსახეს: 1998 წლის მუნდიალის საგზურის მოპოვება!
სამწუხაროდ, იტალიასთან (სტუმრად) და ინგლისთან (თბილისში) წაგებული ორი საწყისი მატჩის მერე ალექსანდრე ჩივაძე იძულებული გახდა, თავისი პოსტი დაეტოვებინა.
მის ნაცვლად ჩვენი ნაკრების თავკაცად ქართული ფეხბურთის კიდევ ერთი ცოცხალი ლეგენდა დავით ყიფიანი დაინიშნა და პოლონეთთან სტუმრად წაგებულ მატჩს თუ არ ჩავთვლით, ის შესარჩევი ციკლი საქართველოს ნაკრებმა ღირსეულად ჩაატარა.
აი, იმის მერე კი, არც ევროპის და არც მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპებზე მოხვედრის შანსი კი არა, ამბიციაც კი არა გვქონია...
სასურველი და არასასურველი
საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დღესდღეობით 153-ეა და ამით ყველაფერი ნათქვამია; ისე, როგორც ძალიან ძნელია იმ რეალობასთან შეგუება, როცა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის წინ საქართველოს ნაკრები VI კალათაში! თუმცა, არც იმას დავმალავთ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად (ისე, როგორც ნებისმიერი წილისყრის წინ), ახლაც გვაქვს... გარკვეული იმედი! ყოველ შემთხვევაში, გვინდა გვჯეროდეს, რომ საქართველოს ნაკრების თითოეული წევრი ძალ-ღონეს არ დაიშურებს სასურველი შედეგის მისაღწევად.
თანაც, არც ის დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ჩვენს უპირველეს გუნდს კონკრეტული მიზანიც დაუსახა: შესარჩევ ჯგუფში მინიმუმ მესამე ადგილის დაკავება!
შესაძლოა, ზოგისთვის "ხმამაღალი" განცხადებაა, ზოგისთვის - რეალობას მოკლებული, ზოგისთვის კი, პირიქით - ფეხბურთელებისათვის სტიმულის მიმცემი...
თუმცა, ერთ რამეში კი ყველა უნდა შევთანხმდეთ: ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იღბლიან წილისყრაზეც და მოდი, ვისურვოთ, რომ შესარჩევ ჯგუფში ერთდროულად რამდენიმე გრანდი როგორმე მაინც ავიცილოთ.
გადავხედოთ კალათებს და ჩვენთვის ყველაზე სასურველი ვარიანტ(ებ)იც შევარჩიოთ:
1. უელსი (რუმინეთი), 2. ისლანდია (სლოვაკეთი), 3. ჩრ. ირლანდია (ალბანეთი), 4. ფარერები (ესტონეთი), 5. მოლდოვა (ლიტვა).
რაც შეეხება ყველაზე არასასურველ ვარიანტ(ებ)ს, იმედია, მეტისმეტად კოშმარულ "გადანაწილებას" ავცდებით.
მაგალითად, ასეთს: 1. გერმანია (ესპანეთი), 2. იტალია (საფრანგეთი), 3. პოლონეთი (შვედეთი), 4. თურქეთი (ირლანდია), 5. კვიპროსი (ფინეთი)...
განთესვა
I კალათა
გერმანია (მე-2 ადგილი ფიფას რეიტინგში), ბელგია (3), ჰოლანდია (5), პორტუგალია (7), რუმინეთი (8), ინგლისი (9), უელსი (10), ესპანეთი (12), ხორვატია (14);I კალათა
II კალათა
სლოვაკეთი (15), ავსტრია (16), იტალია (17), შვეიცარია (18), ჩეხეთი (20), საფრანგეთი (22), ისლანდია (23), დანია (24), ბოსნია (26);III კალათა
უკრაინა (27), შოტლანდია (29), პოლონეთი (30), უნგრეთი (31), შვედეთი (33), ალბანეთი (36), ჩრ. ირლანდია (37), სერბეთი (43), საბერძნეთი (44);IV კალათა
თურქეთი (48), სლოვენია (49), ისრაელი (51), ირლანდია (52), ნორვეგია (67), ბულგარეთი (68), ფარერები (74), ჩერნოგორია (81), ესტონეთი (82);V კალათა
კვიპროსი (85), ლატვია (87), სომხეთი (89), ფინეთი (90), ბელორუსი (100), მაკედონია (105), აზერბაიჯანი (108), ლიტვა (110), მოლდოვა (124);VI კალათა
ყაზახეთი (142), ლუქსემბურგი (146), ლიხტენშტეინი (147), საქართველო (153), მალტა (158), სან მარინო (192), ანდორა (202).საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევ ციკლებში
მუნდიალი 1998. შესარჩევი ეტაპია გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 8 6 1 1 15-2 19
2. იტალია 8 5 3 0 11-1 18
3. პოლონეთი 8 3 1 4 10-12 10
4. საქართველო 8 3 1 4 7-9 10
5. მოლდოვა 8 0 0 8 2-21 0
მწვრთნელები: ალექსანდრე ჩივაძე (2 მატჩი), დავით ყიფიანი (6 მატჩი)
მუნდიალი 2002. შესარჩევი ეტაპი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 8 6 2 0 16-3 20
2. რუმინეთი 8 8 1 2 10-7 16
3. საქართველო 8 3 1 4 12-12 10
4. უნგრეთი 8 2 2 4 14-13 8
5. ლიტვა 8 0 2 6 3-20 2
მწვრთნელები: დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი (5 მატჩი), ალექსანდრე ჩივაძე (3 მატჩი)
მუნდიალი 2006. შესარჩევი ეტაპი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. უკრაინა 12 7 4 1 18-7 25
2. თურქეთი 12 6 5 1 23-9 23
3. დანია 12 6 4 2 24-12 22
4. საბერძნეთი 12 6 3 3 15-9 21
5. ალბანეთი 12 4 1 7 11-20 13
6. საქართველო 12 2 4 6 14-25 10
7. ყაზახეთი 12 0 1 11 6-29 1
მწვრთნელები: ალენ ჟირესი (7 მატჩი), გაიოზ დარსაძე (5 მატჩი)
მუნდიალი 2010. შესარჩევი ეტაპი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 10 7 3 0 18-7 24
2. ირლანდია 10 4 6 0 12-8 18
3. ბულგარეთი 10 3 5 2 17-13 14
4. კვიპროსი 10 2 3 5 14-16 9
5. ჩერნოგორია 10 1 6 3 9-14 9
6. საქართველო 10 0 3 7 7-19 3
მწვრთნელი: ექტორ კუპერი (10 მატჩი)
მუნდიალი 2014. შესარჩევი ეტაპი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 8 6 2 0 14-3 20
2. საფრანგეთი 8 5 2 1 15-6 17
3. ფინეთი 8 2 3 3 5-9 9
4. საქართველო 8 1 2 5 3-10 5
5. ბელორუსი 8 1 1 6 7-16 4
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია (8 მატჩი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
წადი არველაძე - წადიიიიიიიიი!!