2018 წლის მუნდიალის შესარჩევში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
ფეხბურთში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეთა ვინაობა ცნობილია.

25 ივლისს, სანკტ-პეტერბურგში გამართულ წილისყრაზე მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ჯგუფები დაკომპლექტდა.  საქართველოს ნაკრები, რომელიც ფიფას რეიტინგში დღესდღეობით 153-ეა და წილისყრისას ბოლო, მეექვსე კალათაში იყო, D ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად მოლდოვის, ირლანდიის, სერბეთის, ავსტრიისა და უელსის ეროვნული გუნდები შეხვდა.

ევროპის ზონის შესარჩევის დანარჩენ ჯგუფებში გუნდები ასე განაწილდნენ:

A ჯგუფი
ლუქსემბურგი, ბელორუსი, ბულგარეთი, შვედეთი, საფრანგეთი, ჰოლანდია.

B ჯგუფი
ანდორა, ლატვია, ფარერები, უნგრეთი, შვეიცარია, პორტუგალია.

C ჯგუფი
სან-მარინო, აზერბიაჯანი, ნორვეგია, ჩრდილოეთ
ირლანდია, ჩეხეთი, გერმანია.

E ჯგუფი
ყაზახეთი, სომხეთი, მონტენეგრო, პოლონეთი, დანია, რუმინეთი.

F ჯგუფი
მალტა, ლიტვა, სლოვენია, შოტლანდია, სლოვაკეთი, ინგლისი.

G ჯგუფი
ლიხტენშტაინი, მაკედონია, ისრაელი, ალბანეთი, იტალია, ესპანეთი.

H ჯგუფი
კვიპროსი, ესტონეთი, საბერძნეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბელგია.

J ჯგუფი
ფინეთი, თურქეთი, უკრაინა, ისლანდია, ხორვატია.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე, რომელსაც რუსეთი უმასპინძლებს, მსოფლიოს რჩეული 31 ქვეყნის ნაკრები და პლუს ტურნირის მასპინძელი იასპარეზებს.

ევროპის კონტინენტიდან შესარჩევ ეტაპზე 52 ქვეყანა მონაწილეობს; გუნდები 9 შესარჩევ ჯგუფში (7 ექვსგუნდიან და 2 ხუთგუნდიან) არიან გადანაწილებული. მუნდიალის საგზურს ავტომატურად მიიღებენ ჯგუფების გამარჯვებულები, ხოლო დანარჩენი ოთხი საგზურისთვის პლეი-ოფები გაიმართება - შესარჩევი ციკლის ყველაზე უარესი შედეგის მქონე მეორეადგილოსნის გამოკლებით, 8 მეორეადგილოსანი ორმატჩიან დუელში 4 საგზურს გაითამაშებს.

მუნდიალის შესარჩევი ციკლი ევროპაში სტარტს 2016 წლის 4 სექტემბერს აიღებს და 2017 წლის 10 ოქტომბერს დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 25 /
ამაზე კარგი ჯგუფი საქართველოს არასდროს ჰქონია. ცხადაძეს ნამდვილად აქვს შანსი ისტორიაში შევიდეს თუ სათანადიდ მოამზადებს ნაკრებს. ამისთვის საჭიროა რაც შეიძლება მეტი შეკრება მოაწყოს, მოამზადოს გუნდი, იქირაოს ძლიერი ფიზმომზადების სპეციალისტები, ძლიერი ფსიქოლოგები, ტაქტიკოსები. კარში დარტყმები, სირბილი და დისციპლინა ასწავლოს ფეხბურთელებს. მოკლედ ყველაფერი უნდა გაიღოს სახელმწიფომაც და მხარში ამოუდგეს გუნდს ყველანაირად. ვფიქრობ ფორმებიც შესაცვლელია
Levan
26 ივლისი 2015 09:47
0
არსებული რესურსების დალაგებითა და სწორად გამოყენებით ამ ჯგუფში მეორე–მესამე ადგილის აღება შეიძლება
>*
26 ივლისი 2015 09:08
0
ამაზე მეტი რაღა უნდა გაუმართლოს საქართველოს ნაკრებს.ყველა,ვისაც ფეხბურთში რამე მოეკითხება,მთავრობასთან ერთად,ერთ მუშტად შეკრული გვერდით უნდა დაუდგეს! და თუ რამე შემორჩათ ფეხბურთელობის და კაცობის, ამ ჯგუფიდან პირდაპირ უნდა გავიდნენ.
ნუკრი
26 ივლისი 2015 08:22
0
აქაც თუ ვერ გავედით და- რა გვინდა ფინალურ ეტაპზე?!0-7 ბ -ის წაგებას სულ რომ არ ვიყოთ სჯობს!
dima
26 ივლისი 2015 03:24
0
არ მივეკუთნები იმ ქომაგთა კატეგორიას რომელიც იძაძის რომ ჩვენი საშველი არაა,მაგრამ არც იმ კატეგორიას რომელთაც გონიათ რომ ამ ჯგუფიდან გასვლა გონია რეალური.მოკლედ პრობლემა ჩემი აზრით იმაშია რომ დინამო თბილისმა მოიგო თასთა თასი და იმის მერე ჩვენ გაგვიჩნდა ილუზია რომ დღევანდელ ნაკრებში გამოჩნდება ყიფიანი, ჩივაძე და ა.შ.რა თქმა უნდა დინამოს წარმატება იყო ღირსეული და მოთამაშეები გვყდა შესანიშნვი, მაგრამ იმის მერე ბევრი დრო გავიდა ფეხბურთი შეიცვალა,სამწუხაროდ დღევანდელი ამ სპორტის სახეობის თამაში არ ვიცით ან ვერ ვიცით.იგივე შეუძლია თქვას სან მარინომ ლუქსემბურგმა და სხვა მეექვსე კალათის გუნდმა რომ შეუძლია გავიდეს.მოკლდ წარმატებას უსურვებ ფეხბურთელებს მწვრთნელს რომლის მიმართაც სიმპათიით ვარ განწყობილი.
მსოფლიო ჩემპიონატი შესარჩევი 2018
26 ივლისი 2015 02:33
0
ამაზე უკეთესი მეტოქეები ჯგუფში წარმოუდგენელია,ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე.ეს შანსი აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული!
Inga
26 ივლისი 2015 01:12
0
მეორე ადგილზე გასვლა შესაძლებელია. მონდომებაა საჭირო და იღბალიც იქნება
მირიანი
26 ივლისი 2015 00:17
0
ამ ჯგუფიდანაც თუ ვერ გავედით გავაუქმოთ ფეხბურთი როგორც სპორტი და სიმგერაზე, ცეკვაზე გადავიდეთ.
imereli
25 ივლისი 2015 23:05
0
უკეთეს ქვეჯგუფს ვერც ვინატრებდით. ერთ რამეს ვერ ვიგებ, რატომ აქვთ აკვიატებული ქართველ ჟურნალისტებს სიტყვა "მუნდიალი"? დასაბუთებულად რომელიმე ჟურნალისტს შეუძლია ქართველ მკითხველს აუხსნას ეს უცნაურობა?
Dato
25 ივლისი 2015 22:57
0
ეს არის ჯგუფი, საიდანაც ნებისმიერი საშუალო დონის ნაკრები აუცილებლად გასვლაზე იფიქრებდა. მაგრამ ვაი, რომ საშუალო დონემდე იმდენი გვიკლია, რამდენიც საქართველოს ყოფილ და ეხლანდელ მთავრობებს ერთად აღებულს საქართველოს პატრიოტობამდე.
Shalva73
25 ივლისი 2015 21:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული