2018 წლის მუნდიალის შესარჩევში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
ფეხბურთში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეთა ვინაობა ცნობილია.

25 ივლისს, სანკტ-პეტერბურგში გამართულ წილისყრაზე მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ჯგუფები დაკომპლექტდა.  საქართველოს ნაკრები, რომელიც ფიფას რეიტინგში დღესდღეობით 153-ეა და წილისყრისას ბოლო, მეექვსე კალათაში იყო, D ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად მოლდოვის, ირლანდიის, სერბეთის, ავსტრიისა და უელსის ეროვნული გუნდები შეხვდა.

ევროპის ზონის შესარჩევის დანარჩენ ჯგუფებში გუნდები ასე განაწილდნენ:

A ჯგუფი
ლუქსემბურგი, ბელორუსი, ბულგარეთი, შვედეთი, საფრანგეთი, ჰოლანდია.

B ჯგუფი
ანდორა, ლატვია, ფარერები, უნგრეთი, შვეიცარია, პორტუგალია.

C ჯგუფი
სან-მარინო, აზერბიაჯანი, ნორვეგია, ჩრდილოეთ
ირლანდია, ჩეხეთი, გერმანია.

E ჯგუფი
ყაზახეთი, სომხეთი, მონტენეგრო, პოლონეთი, დანია, რუმინეთი.

F ჯგუფი
მალტა, ლიტვა, სლოვენია, შოტლანდია, სლოვაკეთი, ინგლისი.

G ჯგუფი
ლიხტენშტაინი, მაკედონია, ისრაელი, ალბანეთი, იტალია, ესპანეთი.

H ჯგუფი
კვიპროსი, ესტონეთი, საბერძნეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბელგია.

J ჯგუფი
ფინეთი, თურქეთი, უკრაინა, ისლანდია, ხორვატია.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე, რომელსაც რუსეთი უმასპინძლებს, მსოფლიოს რჩეული 31 ქვეყნის ნაკრები და პლუს ტურნირის მასპინძელი იასპარეზებს.

ევროპის კონტინენტიდან შესარჩევ ეტაპზე 52 ქვეყანა მონაწილეობს; გუნდები 9 შესარჩევ ჯგუფში (7 ექვსგუნდიან და 2 ხუთგუნდიან) არიან გადანაწილებული. მუნდიალის საგზურს ავტომატურად მიიღებენ ჯგუფების გამარჯვებულები, ხოლო დანარჩენი ოთხი საგზურისთვის პლეი-ოფები გაიმართება - შესარჩევი ციკლის ყველაზე უარესი შედეგის მქონე მეორეადგილოსნის გამოკლებით, 8 მეორეადგილოსანი ორმატჩიან დუელში 4 საგზურს გაითამაშებს.

მუნდიალის შესარჩევი ციკლი ევროპაში სტარტს 2016 წლის 4 სექტემბერს აიღებს და 2017 წლის 10 ოქტომბერს დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 25 /
რეალურად რომ ვთქვათ, მყარი მე-4 ადგილი უკვე შედეგი იქნება.
EEEh, RAS IZAM?!
03 აგვისტო 2015 09:39
0
რეალურად შევხედოთ სიტუაციას თუ რა ნაკრები გვყავს. ძალიან მინდა მოგება და გასვლა, მაგრამ...
qqq
28 ივლისი 2015 08:25
0
აბა დავაი ვისაც მოგება არ გინდათ"კუხნაში" დაახვიეთ.
ზვიად
27 ივლისი 2015 02:33
0
აბა თქვენა გყოლიათ რა ჩიტები. ბოლოზე გავალთ, უეჭველი, თავს დავდებ.
ramo
26 ივლისი 2015 14:18
0
ისეთი ჯგუფია სადაც მესამეზე გასვლა და მომდევნო ევროპისთვის უკეთეს კალათაში მოხვედრა რომ შესაძლებელია (რაც ცხადაძემ დანიშვნისთანავე დაუკვეთა თავის თავს)
irakli apkhaidze
26 ივლისი 2015 13:13
0
ამაზე ადვილი ჯგუფი წარმოუდგენელია.ამ ჯგუფში 1 ადგილზე,თუ ვერ გავალთ უნდა შევეშვათ ფეხბურთის თამაშს.
tamazi tsomaia
26 ივლისი 2015 12:58
0
ჩივაძის ნაკრებს გამართლებოდა ასე მეტოქეებში ერთხელ მაინც ვიქნებოდით მუნდიალზე მოხვედრილები.
ეხლა უბრალოდ გავალთ ბოლოდან მეორეზე
enp
26 ივლისი 2015 12:41
0
ვის გინდა რომ აჯობო მოლდოვის გარდა - ცოტა ხომ უნდა ვიაზროვნოთ ქართველებო???
ავთო
26 ივლისი 2015 12:08
0
აჰა ძმაო, არცერთი გრანდი ! ამაზე უკეთესი ჯგუფი სიძლიერის მხრივ მე ვეღარ წარმომიდგენია ! ეს არის ყველაზე დიდი შანსი გასვლისა ქვეჯგუფიდან !
dave
26 ივლისი 2015 11:11
0
თუ ვინმეს რამის პრეტენზია აქვს ახლა თქვას სათქმელი--ჰა ბურთი და მოედანი!
sano
26 ივლისი 2015 10:23
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული