2018 წლის მუნდიალის შესარჩევში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
ფეხბურთში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეთა ვინაობა ცნობილია.

25 ივლისს, სანკტ-პეტერბურგში გამართულ წილისყრაზე მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ჯგუფები დაკომპლექტდა.  საქართველოს ნაკრები, რომელიც ფიფას რეიტინგში დღესდღეობით 153-ეა და წილისყრისას ბოლო, მეექვსე კალათაში იყო, D ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად მოლდოვის, ირლანდიის, სერბეთის, ავსტრიისა და უელსის ეროვნული გუნდები შეხვდა.

ევროპის ზონის შესარჩევის დანარჩენ ჯგუფებში გუნდები ასე განაწილდნენ:

A ჯგუფი
ლუქსემბურგი, ბელორუსი, ბულგარეთი, შვედეთი, საფრანგეთი, ჰოლანდია.

B ჯგუფი
ანდორა, ლატვია, ფარერები, უნგრეთი, შვეიცარია, პორტუგალია.

C ჯგუფი
სან-მარინო, აზერბიაჯანი, ნორვეგია, ჩრდილოეთ
ირლანდია, ჩეხეთი, გერმანია.

E ჯგუფი
ყაზახეთი, სომხეთი, მონტენეგრო, პოლონეთი, დანია, რუმინეთი.

F ჯგუფი
მალტა, ლიტვა, სლოვენია, შოტლანდია, სლოვაკეთი, ინგლისი.

G ჯგუფი
ლიხტენშტაინი, მაკედონია, ისრაელი, ალბანეთი, იტალია, ესპანეთი.

H ჯგუფი
კვიპროსი, ესტონეთი, საბერძნეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბელგია.

J ჯგუფი
ფინეთი, თურქეთი, უკრაინა, ისლანდია, ხორვატია.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე, რომელსაც რუსეთი უმასპინძლებს, მსოფლიოს რჩეული 31 ქვეყნის ნაკრები და პლუს ტურნირის მასპინძელი იასპარეზებს.

ევროპის კონტინენტიდან შესარჩევ ეტაპზე 52 ქვეყანა მონაწილეობს; გუნდები 9 შესარჩევ ჯგუფში (7 ექვსგუნდიან და 2 ხუთგუნდიან) არიან გადანაწილებული. მუნდიალის საგზურს ავტომატურად მიიღებენ ჯგუფების გამარჯვებულები, ხოლო დანარჩენი ოთხი საგზურისთვის პლეი-ოფები გაიმართება - შესარჩევი ციკლის ყველაზე უარესი შედეგის მქონე მეორეადგილოსნის გამოკლებით, 8 მეორეადგილოსანი ორმატჩიან დუელში 4 საგზურს გაითამაშებს.

მუნდიალის შესარჩევი ციკლი ევროპაში სტარტს 2016 წლის 4 სექტემბერს აიღებს და 2017 წლის 10 ოქტომბერს დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 25 /
ამაზე უკეთესი მეტოქეები ჯგუფში წარმოუდგენელია,ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე.ეს შანსი აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული!
Inga
01:12 26-07-2015
0
არ მივეკუთნები იმ ქომაგთა კატეგორიას რომელიც იძაძის რომ ჩვენი საშველი არაა,მაგრამ არც იმ კატეგორიას რომელთაც გონიათ რომ ამ ჯგუფიდან გასვლა გონია რეალური.მოკლედ პრობლემა ჩემი აზრით იმაშია რომ დინამო თბილისმა მოიგო თასთა თასი და იმის მერე ჩვენ გაგვიჩნდა ილუზია რომ დღევანდელ ნაკრებში გამოჩნდება ყიფიანი, ჩივაძე და ა.შ.რა თქმა უნდა დინამოს წარმატება იყო ღირსეული და მოთამაშეები გვყდა შესანიშნვი, მაგრამ იმის მერე ბევრი დრო გავიდა ფეხბურთი შეიცვალა,სამწუხაროდ დღევანდელი ამ სპორტის სახეობის თამაში არ ვიცით ან ვერ ვიცით.იგივე შეუძლია თქვას სან მარინომ ლუქსემბურგმა და სხვა მეექვსე კალათის გუნდმა რომ შეუძლია გავიდეს.მოკლდ წარმატებას უსურვებ ფეხბურთელებს მწვრთნელს რომლის მიმართაც სიმპათიით ვარ განწყობილი.
მსოფლიო ჩემპიონატი შესარჩევი 2018
02:33 26-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული