სერბეთის თავკაცი: D ჯგუფი ძალიან თანაბარია

AutoSharing Option
2018 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრამ საქართველოს ნაკრების მეტოქეები დაასახელა: უელსი, ავსტრია, სერბეთი, ირლანდია და მოლდოვა.

გთავაზობთ სერბთა თავკაცის რადოვან ჩურჩიჩის შეფასებას:

"ჩვენ გაგვიმართლა, რადგან ჯგუფში არ არის არც ერთი გამოკვეთილი ფავორიტი. D ჯგუფი თანაბარძალოვანი ჯგუფია. ეს კი გვაძლევს იმის შანსს, რომ ვიბრძოლოთ მუნდიალზე გასვლისთვის".

სერბეთის ფეხბურთის ასოციაციის გენერალური მდივანი ნებოიშა ივკოვიჩი:

"არასოდეს ყოფილა ასეთი გამართლებული კენჭისყრა ჩვენთვის. რაც იუგოსლავია დაიშალა კენჭისყრაში ასე პირველად გაგვიმართლა. თუმცა ახლა მთავარია, როგორ მივაღწევთ შედეგს, როგორ ვიბრძოლებთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული