გთავაზობთ სერბთა თავკაცის რადოვან ჩურჩიჩის შეფასებას:
"ჩვენ გაგვიმართლა, რადგან ჯგუფში არ არის არც ერთი გამოკვეთილი ფავორიტი. D ჯგუფი თანაბარძალოვანი ჯგუფია. ეს კი გვაძლევს იმის შანსს, რომ ვიბრძოლოთ მუნდიალზე გასვლისთვის".
სერბეთის ფეხბურთის ასოციაციის გენერალური მდივანი ნებოიშა ივკოვიჩი:
"არასოდეს ყოფილა ასეთი გამართლებული კენჭისყრა ჩვენთვის. რაც იუგოსლავია დაიშალა კენჭისყრაში ასე პირველად გაგვიმართლა. თუმცა ახლა მთავარია, როგორ მივაღწევთ შედეგს, როგორ ვიბრძოლებთ".