კახა ცხადაძე: როცა მეექვსე კალათაში ხარ, ასარჩევად ვერ გექნება საქმე...

AutoSharing Option
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ და ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ მასმედიის ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილეს.

პრესკონფერენციის მთავარი თემა ახლახან სანკტ-პეტერბურგში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა იყო, თუმცა მსჯელობა სხვა, არაერთ საინტერესო საკითხზეც შედგა...

კახა ცხადაძე:
- როცა მეექვსე კალათაში ხარ, ასარჩევად ვერ გექნება საქმე. წილისყრა რომ დასრულდა, მაშინაც ვთქვი და ახლაც იმავეს ვამბობ - ჩვენს ჯგუფში თავი მოიყარეს თანაბარი დონისა და ძალის გუნდებმა. არ არის გრანდი და ეს კარგია...

მე ველაპარაკე
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს. ისინი ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და სჯერათ, რომ შესაძლებელია, მიზანს მივაღწიოთ. ჩვენი პროგრამა-მინიმუმი მესამე ადგილია...

მთავარია, ჩვენს ფეხბურთელებს ჰქონდეთ სათამაშო პრაქტიკა. ეს განაპირობებს იმას, რომ შევძლებთ, მიზანს მივაღწიოთ. ამ ეტაპზე ჩვენი პრიორიტეტი უნდა იყოს საქართველოს ნაკრები გუნდები. ჩვენ ყველა ვხედავთ, თუ რა კარგი შედეგები აქვთ ჩვენს ასაკობრივ ნაკრებებს...

ჩვენი საკლუბო ფეხბურთი ახლა ისეთ დღეშია, რომ მისი შველა არის ძალიან რთული, საპასუხისმგებლო და შრომატევადი პროცესი. ცხადია, ამას დრო სჭირდება...

რევაზ არველაძე:
- კახა ცხადაძის მიერ ნათქვამ ყველა სიტყვას ვეთანხმები. ჩვენ არანაირად არ შევიჭრებით ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის კომპეტენციაში. ერთი ვიცი - კახა ცხადაძესა და მის სამწვრთნელო შტაბს ჩვენგან ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა...

იმედი მაქვს, ჩვენს ფეხბურთელებს ექნებათ სათამაშო პრაქტიკა. გარდა ამისა, ჩვენ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს. მათში არის დიდი პოტენციალი. ისინი კარგად თამაშობენ...

კახა ცხადაძე:
- მიმაჩნია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდარი მისაღებია საქართველოს ნაკრებისთვის. ჩვენ ჩვენი საქმე თავად უნდა გავაკეთოთ და ისიც ფაქტია, რომ ყველა მოწინააღმდეგესთან უნდა ვიბრძოლოთ...

ამ შესარჩევში ჩვენ გვაქვს მატჩები შოტლანდიასა და ირლანდიასთან. ეს თამაშები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გერმანიასთან საგარეო შეხვედრამდე ვაჩვენოთ შედეგი და ამასთან ერთად, აიწიოს საქართველოს ნაკრების სათამაშო დონემ...

ჩვენი პროგრამა-მინიმუმი რაც არის, ზემოთ ვთქვი. მიმაჩნია, რომ შეგვიძლია, მუნდიალის შესარჩევ ჯგუფში ვიბრძოლოთ მეორე ადგილისთვის. საერთოდ, როცა შესარჩევი ციკლი ან ტურნირი იწყება, ფეხბურთელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გარკვეული მიზანი.

რევაზ არველაძე:
- მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრის დროს ვესაუბრე მიშელ პლატინის. კმაყოფილია თუ არა უეფას პრეზიდენტი თბილისური სუპერთასისთვის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობით, ამას ის, ალბათ, სუპერთასის მატჩის დასრულების შემდეგ იტყვის...

უეფა მიმდინარე სამუშაოებს აკვირდება და ვიცით, რომ კმაყოფილია. წინ დიდი ზეიმი გველის. ვიყავი სტადიონზე და ვნახე, რამხელა ენთუზიაზმით მიმდინარეობს სამუშაოები. საქართველოს შესწევს ძალა, ღირსეულად უმასპინძლოს სუპერთასს...

ორივე გუნდი ჩამოვა საბრძოლო შემადგენლობით. ჩვენ საშუალება გვექნება, ვნახოთ არაერთი ვარსკვლავი. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, საქართველოს კიდევ ექნება შანსი, უმასპინძლოს არაერთ საერთაშორისო წარმომადგენლობით ტურნირს...

რაც შეეხება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მომავალ არჩევნებს, გვაქვს მჭიდრო კავშირი უეფასთან და სწორედ მათი აზრი იყო, რომ არჩევნების თარიღი სუპერთასის მატჩის შემდეგ დანიშნულიყო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით შემიძლია განვაცხადო, რომ მომავალი არჩევნები ჩატარდება სუფთად და გამჭვირვალედ.

* * *
ბოლოს კი, ჩვენი მხრივ, დავძენთ, რომ წინასწარი ინფორმაციით, უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი თბილისში დღეს, 10 აგვისტოს ჩამოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
არვალაძე მოსცილდი ქართულ ფეხბურთს......
0
კარგი და მე5 კალათში ვყოფილიყავით მერე?
კარ
13:33 10-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული