ვაჩიბერაძე უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების ღირსებას იცავდა და ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა. ახლა კი ამ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვიეს. უკრაინულმა "სპორტ-ექსპრესმა" ქართველის მომავალს წერილი რომ მიუძღვნა, შიში გამოთქვა, რომ საქართველო ამ ნიჭიერ ახალგაზრდას უკრაინის ეროვნულ ნაკრებს არ დაანებებდა.
ახლა ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ უკრაინელებისთვის ეს საფრთხე რეალურია - ქუთაისში დაბადებული ვაჩიბერაძე, რომელიც ფეხბურთელად ოდესასა და
უკრაინული მედიის ინფორმაცია, რომ 19 წლის ნახევარმცველი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებში ითამაშებდა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ უარყო - ვაჩიბერაძე უკრაინის მოქალაქეა, ამიტომ, მას ჩვენს ნაკრებში ვერ გამოვიძახებთო. მაგრამ მის მიმართ ინტერესი რომ არსებობს, ესეც ფაქტია.
ვაჩიბერაძის თემაზე "ლელომ" კომენტარი ეროვნული ნაკრების დამრიგებელ კახა ცხადაძეს სთხოვა.
"ნაკრების მწვრთნელთა საბჭოზე ვაჩიბერაძეზეც ვილაპარაკეთ და უცხოეთში მოთამაშე სხვა საინტერესო ქართველებზეც. არის აზრი, რომ ვაჩიბერაძეზე დაკვირვება ღირს, თუ პერსპექტივაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოვიაზრებთ.
ის ჯერ კიდევ პატარა ბიჭია, თან უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელია...
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში რომ გამოვიძახოთ, უნდა დაამტკიცოს, რომ სამომავლოდ მართლაც გაგვაძლიერებს. მაგრამ ორი აზრი არ არის, რომ საინტერესო ბიჭია და უყურადღებოდ ნამდვილად არ დავტოვებთ", - ამბობს ცხადაძე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"