დღეს საქართველო-შოტლანდიის მატჩში რუმინელი ექიმი დაუსტვენს...

AutoSharing Option
საქართველო-შოტლანდიის დღევანდელ მატჩს რუმინელი არბიტრი, 35 წლის ექიმი ოვიდიუ ჰატეგანი განსჯის და თანაშემწეებადაც თანამემამულეები ეყოლება: ოქტავიან სოვრე, სებასტიან გეორგე და მეოთხე მსაჯი ადრიან გინგულეაკი.

ჰატეგანი ფიფას არბიტრი 2008 წელს გახდა. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების საკვალიფიკაციო მატჩებს სჯის 2012 წლიდან.

სხვათა შორის, რუმინელი სიმკაცრით გამოირჩევა: საშუალოდ 5 ყვითელი ბარათი მატჩში - ასე წერია მის დოსიეში.

აქამდე ჰატეგანს არასოდეს უმსაჯია მატჩები ქართული ნაკრებებისა თუ კლუბების მონაწილეობით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული