კახა ცხადაძე: ეს მატჩი უნდა დავივიწყოთ და შემდეგ შეხვედრაზე გადავერთოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ შოტლანდიასთან (1:0) ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე თამაში შეაფასა.


"მინდა მადლობა გადავუხადო სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, შოტლანდიას უფრო დიდი მოტივაცია ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ვაჩვენეთ კარგი შედეგი და ეს მნიშვნელოვანია მომავალი შესარჩევისთვის და იმისთვის, რომ ფეხბურთელებმა ირწმუნონ საკუთარი ძალების.

მინდა ყველა ჩემს ფეხბურთელს მადლობა გადავუხადო. მათ ფანტასტიურად ითამაშეს. ოდნავ მეტი სითამამე გვჭირდება შეტევაში, მაგრამ ამასაც გამოვასწორებთ.

შოტლანდიელებს კი 100-პროცენტიანი საგოლე მომენტი
არ ჰქონიათ.

ასეთი თამაები ერთჯერადი არ უნდა იყოს. მსგავსი თამაშების სერია უნდა განვახორციელოთ. ზუსტად ეს ვუთხარი ფეხბურთელებს მატჩის წინ.

მე ყოველთვის მიხარია, როდესაც ფეხბურთელში ამბიციას ვხედავ. თუკი ოქრიაშვილს ემოციებმა სძლია, მე ვერ გადამძალა და ამ მომენტს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ (რედ.: ოქრიაშვილი შეცვლით დარჩა უკმაყოფილო).

ძალიან არ მინდა გუნდი ამ მოგების მერე ეიფორიაში ჩავარდეს. ერთი მატჩისთვის არ უნდა ვითამაშოთ, უნდა გავაანალიზოთ ყველამ, რომ მიზანი სტაბილურად კარგი თამაშია, მაგრამ ამისთვის ბევრი უნდა ვიმუშავოთ.

თუ ფეხბურთელები ბოლომდე გამომყვებიან, შედეგი იქნება. მთავარია საქმეს სწორად მივუდგეთ

ნაკრები არის ქვეყნის სახე და ძალიან მინდა მის გარშემო ყველა გაერთიანდეს, რომ მიზანს მივაღწიოთ.

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მოვიგეთ. არ მინდა ეს მატჩი დავაკნინო, თუმცა იმედი მაქვს, რომ ჩვენს მენტალიტეტს შევცლით და მხოლოდ ერთ თამაშზე არ ვიფიქრებთ. ეს მატჩი უნდა დავივიწყოთ და შემდეგ შეხვედრაზე გადავერთოთ.

სამწუხაროდ, ჯანო ანანიძე თბილისში დარჩება და ირლანდიაში ვერ გამოგვყვება. იმედია, ის მალე გამოჯანმრთელდება", - თქვა ცხადაძემ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
საგო ცახადზე მაგარი კაცი ხარ
ანანიძე რატო არ მიდის?
guka
22:51 04-09-2015
0
ძლივს ფეხბურთი ითამაშა ჯანომ და მაშინვე ტრამვა?
Nodari
23:17 04-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული