გორდონ სტრაჩანი: ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა

AutoSharing Option
შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გორდონ სტრაჩანმა საქართველოსთან (0:1) ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე თამაში შეაფასა.

"ჩემი აზრით, რაც დღეს ვაჩვენეთ არ იყო საკმარისი, მაგრამ არც წასაგებად იყო საქმე. ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა.

სანამ გოლი გავიდოდა სერიოზული ხიფათი არ გვემუქრებოდა და გოლის შემდეგაც გვეგონა, რომ ქულას მაინც წავიღებდით საქართველოდან, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში დაგვაკლდა.

საქმე არასოდეს მიდის ისე როროგ დაგეგმილი გაქვს. რა თქმა უნდა ძალიან შეწუხებულები ვართ, რომ წავაგეთ. საბოლოო
ჯამში მაინც შეგვიძლია ჯგუფიდან გასვლა.

შეგვიძლია სიცხე გამოვიყენოთ თავის გასამართლებლად, მაგრამ ეს არ იქნება სწორი. უფრო თამაშის ასპეკტში დავაკლეთ", - თქვა სტრაჩანმა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვალერის გოლიც ძია სემის ნახელავია?..AMKც.
1976-1981
06 სექტემბერი 2015 19:09
0
:D:D აააააა,აბრალებთ სიცხეს და ამინდს,ამასაც მოვესწარიიიიიიი
davidbe
05 სექტემბერი 2015 10:34
0
ასე ხდება ხოლმე ცინასცარ ტრაბახს ,რომ დაიცკებენ, 3კულის უპირობოდ ცაგებას გეგმავდნენ
Unknown
05 სექტემბერი 2015 09:50
0
ეს ბიძია სემის საჩუქარი საქართველოს (12 მილიარდი ვალისთვის მადლობას). როგორ უნდა მივხვდეთ - შიტლანდიას ერთხელ არ დაურტყია კარისკემ.

ირლანდიასთან გამოჩნდება საქართველოს ნაკრების რეალური მდგომარეობა. ოგონდ ერთია, ქართველებისაგან განსხვავებით დასავლეთში, სუსტს და წაქცეულს არ ურტყავენ - დიდი ანგარიშით არ მოგვიგებენ.
ამკ
05 სექტემბერი 2015 06:16
0
ეს იყო სამწუხაროდ საქართველოს ამ ნაკრების მაქსიმუმი უსუსტეს შოტლანდიასთან. 8 წლის წინ 2 0 ზე წაგებულმა შოტლანდიამ გაცილებით შეუდარებლად ძლიერი თამაში აჩვენა. და ეს სტრაჩანი რას მოედება ფრეს ვიმსახურებდითო ასეთ შოტლანდიას ნებისმიერეი საშუალოზე დაბალი გუნდი შუაზე გახევდა. ბოლო შტურმიც ვერ მოაწყვეს ნორმალური
კახა
05 სექტემბერი 2015 02:08
0
სიცხე კი არა, ჭკუა ვერ ისწავლეთ, რაღას ჩამოდიხართ საქართველოში ხო იცი მაინც აგებთ
beqa
04 სექტემბერი 2015 23:24
0
მაგას მართლა სიცხე აქვს ალბათ, მადლობა ბიჭებს და წარმატებები სულ
dato
04 სექტემბერი 2015 22:52
0

სიახლეები პოპულარული