ევრო 2016. VIII ტური. D ჯგუფი: საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა

AutoSharing Option
7 სექტემბერს ევრო-2016-ის შესარჩევი ციკლის D ჯგუფის მატჩში საქართველოს ნაკრები დუბლინში "ავივას" სტადიონზე ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

პირველი ტაიმი კახა ცხადაძის გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და შესვენებაზე ანგარიში 0:0 იყო. სამწუხაროდ, მეორე ტაიმში ირლანდიელთა უპირატესობა გამოიკვეთა.

69-ე წუთზე ჯეფ ჰენდრიკსმა მარცხენა ფლანგიდან შეუტია, სამი მეტოქე ჩამოიტოვა და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ორ მცველს დაასწრო ჯონათან უოლტერსმა და ანგარიში გახსნა.

მატჩის დასრულებამდე ათი წუთით ადრე, ლევან მჭედლიძემ ტრავმა მიიღო, ამ დროისთვის ცხადაძეს ყველა ცვლილება განხორციელებული ჰქონდა. ამიტომ გუნდმა 10 კაცით
დაასრულა თამაში.

ამ წაგებით საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის თეორიული შანსი, რომელიც ამ შეხვედრამდე ჯერ კიდევ შენარჩუნებული ჰქონდა, დაკარგა

ირლანდია-საქართველო 1:0
საქართველო (5-2-2-1): რევიშვილი - ლობჟანიძე, კვირკველია, ხიზანიშვილი (81. ყენია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი - კანკავა, კაშია (76. ცინცაძე) - ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი (64. პაპუნაშვილი) - მჭედლიძე.
გოლები: 1:0 უოლტერსი (69)

შოტლანდია-გერმანია 2:3
პოლონეთი-გიბრალტარი 8:1


1. გერმანია - 19 ქულა; 2. პოლონეთი - 17; 3. ირლანდია - 15; 4. შოტლანდია - 11; 5. საქართველო - 6; 6. გიბრალტარი - 0.
მკითხველის კომენტარები / 9 /
პაპუნაშვილი და ცინცაძე საიდან მოიყვანაა გამაგებინა ნეტა ყენია ჯობია მოჭიდავეთა ნაკრებს დაემატოს დაგორავდა საერთოდ რა ხდება ვერ ვიგებ ერთი ანანიძის არ ყოფნა თუ ეგრე არევდა გუნდს ვერ წარმომიდგენია
giobaklara
00:48 08-09-2015
0
გიო გეტანხმები ჩანტურია გაგდებულია ნაკრებიდან ტუ რა ხდება,,ლობჟანიდზე მოაშორეტ ნაკრებს მერამდენჯერ უნდა აცრან უკვე მარჯვნიდან
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული