ირლანდია-საქართველო 1:0 - მე­ტი სი­თა­მა­მე და შე­მოქ­მე­დე­ბა გვჭირ­დე­ბა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი დუბ­ლინ­ში ამაღ­ლე­ბუ­ლი გან­წყო­ბით ჩა­ვი­და. შოტ­ლან­დი­ას­თან მო­გე­ბით კა­ხა ცხა­და­ძის (გუ­შინ 47 წე­ლი შე­უს­რულ­და) შე­გირ­დებ­მა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ი­კე­თეს.

თუ ჩვე­ნე­ბის­თ­ვის ამ შეხ­ვედ­რას არ ჰქონ­და პრაქ­ტი­კუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ირ­ლან­დი­ის ნაკ­რე­ბის­თ­ვის ეს სიკ­ვ­დილ-სი­ცოცხ­ლის თა­მა­ში იყო.

შოტ­ლან­დი­ას­თან მატ­ჩის შემ­დეგ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ერ­თი ცვლი­ლე­ბა მოხ­და: ტრავ­მი­რე­ბუ­ლი ჯა­ნო ანა­ნი­ძე მო­ედ­ნის ცენ­ტ­რ­ში გუ­რამ კა­ში­ამ შეც­ვა­ლა. ძი­რი­თად­ში ანა­ნი­ძის ნაც­ვ­ლად მყო­ფი ზუ­რაბ ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი კი ცენ­ტ­რა­ლურ მცვე­ლად მოგ­ვევ­ლი­ნა.

ორი­ვე გუნ­დის დამ­რი­გე­ბელ­მა ის გან­ლა­გე­ბა აირ­ჩია, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვარს. სა­ქარ­თ­ვე­ლომ იმ­თა­ვით­ვე ბურ­თის კონ­ტ­როლ­ზე გა­ა­კე­თა
აქ­ცენ­ტი, რა­საც მას­პინ­ძ­ლე­ბი არ ელოდ­ნენ.

თა­ვი­დან­ვე უნ­და ით­ქ­ვას, რომ პირ­ველ ტა­იმ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა ტო­ლი არა­ფერ­ში და­უ­დო სა­ში­ნაო ას­პა­რეზ­ზე მუ­დამ კარ­გად მო­თა­მა­შე მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გეს და იყო ეპი­ზო­დე­ბი, რო­ცა ირ­ლან­დი­ას ბურ­თიც კი და­უ­მა­ლა.

მე­ტო­ქემ კი მო­მენ­ტი მატ­ჩის და­საწყის­ში­ვე შეგ­ვიქ­მ­ნა. ჰუ­ლა­ჰან­მა უოლ­ტერსს უპა­სა, ამან კი ქარ­თ­ველ­თა კარ­ში გო­ლე­ბის გა­ტა­ნას დაჩ­ვე­უ­ლი რო­ბი კი­ნი მო­ნა­ხა. აშ­კა­რად გა­დავ­რ­ჩით. გა­დავ­რ­ჩით და მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გის კა­რის­კე­ნაც გა­ვი­ხე­დეთ. ოქ­რი­აშ­ვი­ლი-ნა­ვა­ლოვ­ს­კი-მჭედ­ლი­ძის ტრი­ომ შე­სა­ნიშ­ნა­ვი კომ­ბი­ნა­ცია გა­ა­თა­მა­შა. შე­ტე­ვას ემ­პო­ლე­ლი ფორ­ვარ­დი აგ­ვირ­გ­ვი­ნებ­და, თუმ­ცა... გა­ტა­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხა.

ამის შემ­დე­გი ეპი­ზო­დი ვა­კო ყა­ზა­იშ­ვი­ლი­სა იყო. ვი­ტე­სე­ლი დი­დე­ბუ­ლად გაძ­ვ­რა ოთხ მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გეს შო­რის და მჭედ­ლი­ძეს მი­ა­წო­და ბურ­თი, ვი­საც მცვე­ლებ­მა ხე­ი­რი­ა­ნად არ და­არტყ­მე­ვი­ნეს.

სა­ერ­თოდ, ყა­ზა­იშ­ვი­ლი მატ­ჩის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში აშ­კა­რად სა­უ­კე­თე­სო იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ჯა­ბა კან­კა­ვას­თან ერ­თად. ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი მარ­თ­ლაც ჩი­ნე­ბულ ფორ­მა­შია, კა­რი­ე­რის პიკ­შია და სუ­ლო ცოდ­ვი­ლო, მგო­ნი, ფრან­გულ "რე­იმ­ს­ზე" უკე­თეს კლუბ­საც იმ­სა­ხუ­რებს...

24-ე წუ­თი, პირ­ვე­ლი ტა­ი­მის ერთ-ერ­თი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ეპი­ზო­დი: თორ­ნი­კე ოქ­რი­აშ­ვი­ლი ვარ­დ­ნა­ში, "მაკ­რა­ტე­ლა­თი" ცდი­ლობს გა­ტა­ნას, მაგ­რამ ბურ­თი ფეხ­ზე კარ­გად ვერ "აჯ­დე­ბა".

თორ­მეტ წუთ­ში კი ირ­ლან­დია ტა­ი­მის ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო მო­მენტს ქმნის. "სამ­ყუ­რა­თა" გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბუ­ლი შე­ტე­ვი­სას სი­მუს კო­ულ­მე­ნი უძ­ლი­ე­რე­სად ურ­ტყამს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის კა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით, თუმ­ცა ნუკ­რი რე­ვიშ­ვი­ლი მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზეა და ბურთს იგე­რი­ებს.

ტა­ი­მის ბო­ლომ­დე ირ­ლან­დია შტურ­მის მოწყო­ბას ცდი­ლობს, თუმ­ცა ჩვე­ნი მცვე­ლე­ბი ძა­ლი­ან და­მა­ჯე­რებ­ლად მოქ­მე­დე­ბენ. ყვე­ლა სა­ი­მე­დოა, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ბა კვირ­კ­ვე­ლი­ას გარ­ჯა უნ­და გა­მო­ვარ­ჩი­ოთ. ისე ჩანს, რომ ის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის დაც­ვის ახალ ლი­დე­რად ყა­ლიბ­დე­ბა...

ირ­ლან­დი­ელ­თა თავ­კაც­მა მარ­ტინ ონილ­მა მე­ო­რე ტა­ი­მი ცვლი­ლე­ბით და­იწყო - რობი კი­ნის ნაც­ვ­ლად მინ­დორ­ზე კი­დევ ერ­თი ფორ­ვარ­დი, შე­ინ ლონ­გი გა­მოჩ­ნ­და. შე­ტე­ვა­ში ისევ თა­მა­მე­ბი ვართ - აქეთ ოქ­რი­აშ­ვი­ლი აქ­ტი­უ­რობს, იქით ლე­ვან მჭედ­ლი­ძე ურ­ტყამს შეი გი­ვე­ნის კარ­ში...

და­ახ­ლო­ე­ბით მე­ო­რე ტა­ი­მის მე­ხუ­თე წუ­თი­დან ირ­ლან­დი­ამ პრე­სინ­გი აამუ­შა­ვა. უნ­და ით­ქ­ვას, რომ ცხა­და­ძის გუნ­დის არ­სე­ნალ­ში ამ კომ­პო­ნენ­ტის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო იარა­ღი არ აღ­მოჩ­ნ­და.

მარ­თა­ლია, თა­ნა­მედ­რო­ვე ირ­ლან­დია კლა­სით დი­დი ვე­რა­ფე­რია, მაგ­რამ ის კი შე­უძ­ლია, რომ მე­ტო­ქე არ ამო­ა­სუნ­თ­ქოს, რო­გორც გუ­შინ გა­ა­კე­თა და აკი შე­დე­გიც მი­ი­ღო...

ტა­ი­მის და­საწყის­ში სი­მუს კო­ულ­მენ­მა, რომელიც სა­უ­კე­თე­სო იყო ირ­ლან­დი­ელ­თა რი­გებ­ში, ორ­ჯერ და­არ­ტყა რე­ვიშ­ვი­ლის კარ­ში. ერ­თხელ ბურ­თი ას­ც­და მი­ზანს, ერ­თხე­ლაც ჩვენ­მა მე­კა­რემ ივარ­გა.

რო­ბი ბრე­ი­დის ჩა­წო­დე­ბის შემ­დეგ სი­ტუ­ა­ცია ხი­ზა­ნიშ­ვილ­მა გან­მუხ­ტა. ჯეფ ჰენ­დ­რი­კის შე­ტე­ვას კი ურ­თუ­ლე­სი დარ­ტყ­მა მოჰ­ყ­ვა და რე­ვიშ­ვილ­მა გა­ჭირ­ვე­ბით და­ა­ფიქ­სი­რა ბურ­თი ხე­ლებ­ში...

ირ­ლან­დი­ამ მაგ­რად შე­მოგ­ვი­ტია და ამის ოდ­ნავ მა­ინც შე­ნე­ლე­ბა იყო სა­ჭი­რო. აქ ცხა­და­ძემ თა­მამ სვლას მი­მარ­თა - თა­მაშ­ში გი­ორ­გი პა­პუ­ნაშ­ვი­ლი ჩარ­თო. თუმ­ცა ახალ­გაზ­რ­და შემ­ტევ­მა, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ გა­ამ­წ­ვა­ვა ქარ­თ­ველ­თა მოქ­მე­დე­ბა. მო­დით, ეს გა­მო­უც­დე­ლო­ბას და­ვაბ­რა­ლოთ, თო­რემ პა­პუ­ნაშ­ვი­ლის პო­ტენ­ცი­ა­ლი ყვე­ლამ იცის...

...და ოთხ წუთ­ში გო­ლიც მი­ვი­ღეთ. მარ­ჯ­ვე­ნა ფლან­გ­ზე გა­ი­ნა­ვარ­და ჰენ­დ­რიკ­მა, რომელმაც ოთხ ქარ­თ­ველს აუარა გვერ­დი და კა­რი­დან ორი­ოდ მეტ­რ­ში სა­გო­ლე პა­სი ლან­გ­რით მი­არ­თ­ვა უოლ­ტერსს, ამ უკა­ნას­კ­ნელ­მა კი მცველ­თან ბრძო­ლა­ში ბურთს ფე­ხი მიჰ­კ­რა და კარ­ში შე­ა­გო­რა.

დარ­ჩე­ნილ დრო­ში ცხა­და­ძემ შეც­ვ­ლე­ბით სცა­და ქუ­ლის გა­დარ­ჩე­ნა. შედ­გა მა­თე ცინ­ცა­ძის დე­ბი­უ­ტი. თა­ვის გა­მო­ჩე­ნის შან­სი მი­ე­ცა ლე­ვან ყე­ნი­ა­საც. მაგ­რამ ამ დროს ტრავ­მა მი­ი­ღო მჭედ­ლი­ძემ და რა­კი ცხა­და­ძეს სა­მი­ვე ცვლი­ლე­ბა გა­კე­თე­ბუ­ლი ჰქონ­და, მო­ე­დან­ზე ათ­ნი დავ­რ­ჩით. ვე­ღარც თა­მა­ში გა­ვამ­წ­ვა­ვეთ და ირ­ლან­დი­ას­თან ამ­ჯე­რა­დაც წა­ვა­გეთ (ამ ნაკ­რებ­თან სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გუნ­დი 7 ოფი­ცი­ა­ლუ­რი მატ­ჩი­დან შვი­დი­ვე­ში და­მარ­ცხ­და).

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, დუბ­ლინ­ში ცუ­დად არ გვი­თა­მა­შია, თუმ­ცა მარ­ტინ ონი­ლის კრე­ბულ­მა ეს გა­მარ­ჯ­ვე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. მას ჩვენ­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბო­და ეს 3 ქუ­ლა. და მა­ინც, თავ­და­დე­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის ვერ­ცერთ ფეხ­ბურ­თელს ვერ და­ვუ­კარ­გავთ და ვერც იმას უარ­ვ­ყოფთ, რომ ფეხ­ბურთს ვთა­მა­შობთ და ძვე­ლე­ბუ­რად აღარ ვწვა­ლობთ.

ცო­ტა მე­ტი სი­თა­მა­მე, მე­ტი შე­მოქ­მე­დე­ბა, მე­ტი ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბა და შე­დე­გი მო­ვა. ჯერ­ჯე­რო­ბით კი ირ­ლან­დია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე უკე­თე­სია.

ევრო 2016. შესარჩევი ციკლი. D ჯგუფი. VIII ტური
07.09.15. დუბ­ლი­ნი. "ავი­ვა სთე­დი­უ­მი". 20 000 მა­ყუ­რე­ბე­ლი
ირლანდია-საქართველო 1:0
გოლი: 1:0 უოლ­ტერ­სი (69)
ირ­ლან­დია (4-3-1-2): გი­ვე­ნი - კო­ულ­მე­ნი, ოში, კლარ­კი, ბრე­ი­დი - ჰენ­დ­რი­კი, ვე­ლა­ნი, მა­კარ­ტი - ჰუ­ლა­ჰა­ნი (75. მაკ­ლი­ნი) - უოლ­ტერ­სი, კი­ნი (46.ლონ­გი).
სა­თა­და­რი­გო­ე­ბი: ფორ­დი, რენ­დოლ­ფი, კრის­ტი, დო­ი­ლი, კეო, მაკ­გი­დი, მე­ი­ლე­რი, ქუ­ი­ნი, ვარ­დი, უილ­სო­ნი
მწვრთნე­ლი: მარ­ტინ ონი­ლი
სა­ქარ­თ­ვე­ლო (5-4-1): რე­ვიშ­ვი­ლი - ლობ­ჟა­ნი­ძე, კვირ­კ­ვე­ლია, ამი­სუ­ლაშ­ვი­ლი, ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი (81. ყე­ნია), ნა­ვა­ლოვ­ს­კი - კა­შია (77. ცინ­ცა­ძე), კან­კა­ვა, ოქ­რი­აშ­ვი­ლი, ყა­ზა­იშ­ვი­ლი (65. პა­პუ­ნაშ­ვი­ლი) - მჭედ­ლი­ძე.
სა­თა­და­რი­გო­ე­ბი: ლო­რია, მა­კა­რი­ძე, და­უშ­ვი­ლი, კა­კა­ბა­ძე, მე­რე­ბაშ­ვი­ლი, ფოფხა­ძე, ცხა­და­ძე, ვა­წა­ძე
მწვრთნე­ლი: კა­ხა ცხა­და­ძე
გაფ­რ­თხი­ლე­ბა: ვე­ლა­ნი (74), მაკ­ლი­ნი (76)
არ­ბიტ­რი: იშ­ტ­ვან ვა­დი (უნ­გ­რე­თი).

შოტ­ლან­დია-გერ­მა­ნია 2:3
გოლი: 0:1 მი­უ­ლე­რი (18), 1:1 ჰუ­მელ­სი (28-საკ. კარ­ში), 1:2 მი­უ­ლე­რი (34), 2:2 მა­კარ­ტუ­რი (43), 2:3 გუნ­დო­გა­ნი (54)
შოტ­ლან­დია: მარ­შა­ლი, ჰა­ტო­ნი, მარ­ტი­ნი, ჰენ­ლი, მულ­გ­რიუ, ბრა­უ­ნი (82. კ. მარ­ტი­ნი), მა­კარ­ტუ­რი, ფო­რეს­ტი (81. რი­ჩი), მე­ლო­უ­ნი (60. ანია), მო­რი­სო­ნი, ს. ფლეტ­ჩე­რი.
მწვრთნე­ლი: გორ­დონ სტრა­ჩა­ნი
გერ­მა­ნია: ნო­ი­ე­რი, ჩა­ნი, ბო­ა­ტენ­გი, ჰუ­მელ­სი, ჰექ­ტო­რი, კრო­ო­სი, შვა­ინ­შ­ტა­ი­გე­რი, მი­უ­ლე­რი, გი­უნ­დო­გა­ნი, იოზი­ლი (90. კრა­მე­რი), გი­ოტ­ცე (86. შურ­ლე).
მწვრთნე­ლი: იოაჰიმ ლი­ო­ვი
გაფ­რ­თხი­ლე­ბა: მო­რი­სო­ნი, მე­ლო­უ­ნი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პო­ლო­ნე­თი-გიბ­რალ­ტა­რი 8:1
გოლები: 1:0 გრო­სიც­კი (8), 2:0 გრო­სიც­კი (15), 3:0 ლე­ვან­დოვ­ს­კი (19), 4:0 ლე­ვან­დოვ­ს­კი (29), 5:0 მილ­ლი­კი (56), 6:0 ბლა­ში­კოვ­ს­კი (59-პენ), 7:0 მი­ლი­კი (72), 8:0 კა­პუს­ტ­კა (74), 8:1 გოს­ლინ­გი (87)
პო­ლო­ნე­თი: ფა­ბი­ან­ს­კი, ოლ­კოვ­ს­კი (87. მი­ლა), შუ­კა­ლა, გლი­კი, რი­ბუ­სი, ბლაშ­ჩი­კოვ­ს­კი (62. კა­პუს­ტ­კა), კრი­ხო­ვი­ა­კი, მა­ჩინ­ს­კი, გრო­სიც­კი, მი­ლი­კი, ლე­ვან­დოვ­ს­კი (66. ზე­ლინ­ს­კი) .
მწვრთნე­ლი: ადამ ნა­ვალ­კა
გიბ­რალ­ტა­რი: პე­რე­სი, რ. ჩი­პო­ლი­ნა, ჯ. ჩი­პო­ლი­ნა, ბარ­ნე­ტი, გოს­ლინ­გი, უოლ­კე­რი, ლ. კა­ში­ა­რო (79. ლო­პე­სი), ბარ­დო­ნი, გარ­სია, კომ­ბ­სი (46. რ. კა­ში­ა­რო), დუ­არ­ტე (68. ბო­სიო).
მწვრთნე­ლი: ჯეფ ვუ­დი
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დარ­ჩე­ნი­ლი მატ­ჩე­ბი
8 ოქ­ტომ­ბე­რი
სა­ქარ­თ­ვე­ლო-გიბ­რალ­ტა­რი
ირ­ლან­დია-გერ­მა­ნია
შოტ­ლან­დია-პო­ლო­ნე­თი

11 ოქ­ტომ­ბე­რი
გერ­მა­ნია-სა­ქარ­თ­ვე­ლო
პო­ლო­ნე­თი-ირ­ლან­დია
გიბ­რალ­ტა­რი-შოტ­ლან­დია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
ფფფფფ
დათო
18:10 09-09-2015
0
ნუ გადამრიეთ რაა ,, რა პოტენციალიაქვს პაპუნაშვილს ხალხო იქნება მე ვერ ვხედავ?
qartveli
10:28 08-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული