მატს ჰუმელსი: საქართველოსთან ძალიან დაძაბული თამაში გველის

AutoSharing Option
11 ოქტომბერს, ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიას ეწვევა ლაიპციგში.

დუბლინში 0:1 მარცხის გამო გერმანიის ნაკრებმა ჯერ ვერ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური. საქართველოსთან მატჩში მას ფრეც ჰყოფნის.

აი, რა თქვა ირლანდიასთან თამაშის მერე მატს ჰუმელსმა:

"ნამდვილად არ ვიყავით საუკეთესო განწყობაზე, ჩვენი უპირატესობა გოლებში ვერ ავსახეთ. ცუდად კი ნამდვილად არ გვითამაშია.

ახლა ჩვენ ვიცით, რომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ უკანასკნელ შეხვედრაში, რომელიც ძალიან დაძაბული იქნება.

საქართველოსთან მატჩში თამაშის სადავეები ხელთ უნდა ვიგდოთ, რომ გაუთვალისწინებელი არაფერი
მოხდეს".

"კიკერის" ინფორმაციით, დუბლინში დაშავებული მარიო გიოტცეს თამაში საქართველოსთან გამოირიცხა, ხოლო ბასტიან შვაინშტაიგერის ყოფნა ძალზე საეჭვოა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გერმანია მხოლოდ იმ შემთხვევაში გადის მესამეზე, თუ ჩვენთან წააგებს და პოლონეთი და ირლანდია ფრეს ითამაშებენ.
Giorgipirweli
12:43 10-10-2015
0
Aნუ ვერანაირად ვერ გადის მესამეზე))
kola
20:04 10-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული