საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩვენს ეროვნულ გუნდს კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა ჩაეტარებინა, ამჯერად - თბილისში. როგორც შევიტყვეთ, აქტიურად განიხილებოდა რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ საბოლოოდ შეთანხმება ვერ შედგა.
გავიგეთ, რომ ერთი მეტად საინტერესო ვარიანტი განიხილება და თუ ეს შეხვედრა შედგა, საინტერესო სანახაობა უნდა გამოვიდეს. მართალია, ეს არ იქნება საერთაშორისო მატჩი, მაგრამ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ჯახს ქომაგმა, წესით, ინტერესით უნდა მიადევნოს თვალი.
ამ
გავარკვიეთ, რომ თუ ამ ამხანაგურ მატჩზე შეთანხმება შედგა, დიდი ალბათობით, 16 ნოემბერს გაიმართება.
რაც შეეხება სანაკრებო სიას, ის, ალბათ, დღეს გვეცოდინება და არ არის გამორიცხული, სიაში გარკვეული სიურპრიზებიც იყოს.
ერთი, რაც ნამდვილად ვიცით, ეს არის - ცხადაძის რჩეულთა შორის იქნება უკრაინული "ოლეკსანდრიას" ფლანგელი, 26 წლის დავით თარგამაძე, ვინც ეროვნულ გუნდში აქამდე 18 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ის ნაკრებში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბრუნდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
უკვე კარგა ხანია ამაზე საუბარი იყო რომ ნაკრებში იყოს ძირითადად ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშეებიდან დაკომპლექტებული და რომ მათი შეკრება მოხდეს ყოველ თვეში,ამ შეკრებების აუცილებელი ნაწილი იყოს უმაღლესი ლიგის ტოპ 10-ეულის კლუბები. რააა აქ ახალი და გასაოცარი? ან რა საოცრება თბილისის დინამო კია? ერთ დონეზეა დღეს დინამოც, შუქურაც, სამტრედიაც, დილაც, ბოლნისიც,ფოთიც ,რაა ამაში გასაკვირი?
კარგი მხოლოდ ის არის რომ ბოლოს და ბოლოს გაიგონეს ჩვენი მოწოდებები, ცუდი კი ისაა რომ ნაკრებში 70% ლეგიონერია.