საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი 16 ნოემბერს დაგეგმა

AutoSharing Option
სულ ცინცხალი ამბავია: 16 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთში ჩავა და ამ ქვეყნის უპირველეს გუნდთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. ალბანელ "არწივებთან" ადრეც არაერთხელ გვითამაშია, თუმცა ახლა ისტორიას აღარ ჩავუღრმავდებით.

ეგ არის, რომ დღევანდელი ალბანეთი ის აღარ არის, რაც ადრე იყო - ცნობილი იტალიელი სპეციალისტის, ჯანი დე ბიაზის გაწვრთნილი გუნდი დიდებული იყო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში და უკან ისეთი ძლიერი ნაკრებები მოიტოვა, როგორებიც დანია და სერბეთი არიან. ჰოდა, მოხვდა კიდეც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.

ცნობილია, რომ ალბანეთის ნაკრები განსაკუთრებით კარგად თამაშობს საშინაო
ასპარეზზე. გუნდი, ძირითადად, ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული. გუნდს გამოცდილი ლორიკ ჩანა კაპიტნობს.

საქართველოს ნაკრებს 11 ნოემბერს ესტონეთთან ელის საგარეო სპარინგი. ამის მერე კი, 16 ნოემბერს, ნავარაუდევი იყო თამაში თბილისის "დინამოსთან". რა თქმა უნდა, ჩვენი საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანს მეტოქედ დასაწუნი არაფერი სჭირს, მაგრამ მაინც კარგია, რომ საქმეს ალბანეთის ნაკრებთან დავიჭერთ.

ახლა, როცა საქართველოს ნაკრების ორივე მეტოქე გარკვეულია, წინ აღარაფერი უდგას სანაკრებო სიის დასახელებას, რასაც კახა ცხადაძე ამ დღეებში გააკეთებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
"რა თქმა უნდა, ჩვენი საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანს მეტოქედ დასაწუნი არაფერი სჭირს" - :)))))) უბრალოდ გაბალას დონის გუნდებს ვერ უგებს :))))))))) და ნაკრებისთვის სპარნგპარტნიორად გამოდგება :)))))))))))))))))))))))
dave
10:01 05-11-2015
0
dave-ს. "გაბალას" დონის გუნდს ვერ უგებს დინამო ხომ!!! დინამომ გაბალას მოუგო თბილიში, ეს ერთი. მეორეც, კაცნაკლული რომ არ ყოფილიყო "დინამო", გაბალას გასვლაზეც არ დააჩაგვრინებდა თავს, იმ გაბალას რომელსაც შენ აქილიკებ და რომელიც ევროლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობს. არარეალისტური და ... მოკლედ, ბოდიში და ტვინის ვარჯიში გაკლია ჯიგარ. ავარჯიშე ტვინი, ამბობენ ისიც კუნთია და ვარჯიში უხდებაო.
bibi
11:08 05-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული