9 ნოემბერს გამართული ვარჯიშის შემდეგ კახა ცხადაძემ კომენტარი გააკეთა ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდთან:
"სამწუხაროდ, კიდევ ვერ მოხერხდა ოპტიმალური შემადგენლობის შეკრება, არადა, საკმაოდ კარგი დონის გუნდებს ვეთამაშებით. მთავარია, ამ ორ მატჩში ყველა ფეხბურთელს მიეცეს თავის გამოჩენის საშუალება.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, საკუთარი შესაძლებლობები დავინახოთ ალბანეთის ნაკრებთან მატჩში, რადგან ეს გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდა...
...ჩვენი მიზანია, თამაში
...ესტონეთის ნაკრებმა ბოლო შესარჩევში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, კომპაქტური და დისციპლინირებული გუნდია, დაცვაშიც ძალიან გამართულად თამაშობს. მათ ჰყავთ რამდენიმე კარგი ინდივიდუალისტი, რომელთაგან გამორჩეულია ვასილიევი. ის ესტონეთის ნაკრების წამყვანი ფეხბურთელია შეტევის ხაზში", - ამბობს ცხადაძე.
საქართველოს ნაკრები ესტონეთთან მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს დღეს, თბილისის დროით 17 საათზე ჩაატარებს, თავად მატჩი კი 11 ნოემბერს, 21 საათზე დაიწყება. ჩვენი ინფორმაციით, "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" პირდაპირი რეპორტაჟი იგეგმება.