კახა ცხადაძე: სამწუხაროდ, კვლავ ვერ მოხერხდა ოპტიმალური გუნდის შეკრება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ესტონეთთან 11 ნოემბერს გასამართავი ამხანაგური მატჩისთვის ტალინში, "ფლორას" სათადარიგო მოედანზე ემზადება.

9 ნოემბერს გამართული ვარჯიშის შემდეგ კახა ცხადაძემ კომენტარი გააკეთა ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდთან:

"სამწუხაროდ, კიდევ ვერ მოხერხდა ოპტიმალური შემადგენლობის შეკრება, არადა, საკმაოდ კარგი დონის გუნდებს ვეთამაშებით. მთავარია, ამ ორ მატჩში ყველა ფეხბურთელს მიეცეს თავის გამოჩენის საშუალება.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, საკუთარი შესაძლებლობები დავინახოთ ალბანეთის ნაკრებთან მატჩში, რადგან ეს გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდა...

...ჩვენი მიზანია, თამაში
დავხვეწოთ და ყველა იმ ფეხბურთელს, რომელიც გამოვიძახე, თავის გამოჩენის საშუალება მივცეთ...

...ესტონეთის ნაკრებმა ბოლო შესარჩევში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, კომპაქტური და დისციპლინირებული გუნდია, დაცვაშიც ძალიან გამართულად თამაშობს. მათ ჰყავთ რამდენიმე კარგი ინდივიდუალისტი, რომელთაგან გამორჩეულია ვასილიევი. ის ესტონეთის ნაკრების წამყვანი ფეხბურთელია შეტევის ხაზში", - ამბობს ცხადაძე.

საქართველოს ნაკრები ესტონეთთან მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს დღეს, თბილისის დროით 17 საათზე ჩაატარებს, თავად მატჩი კი 11 ნოემბერს, 21 საათზე დაიწყება. ჩვენი ინფორმაციით, "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" პირდაპირი რეპორტაჟი იგეგმება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
კახა ნამდვილი გულშემატკივრები შენს გვერდით ვართ, წარმატებები!
georgiano
01:24 11-11-2015
0
ეს სუბიექტი ნაციონალია
gaga
14:36 10-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული