სანდრო კობახიძე: ყველას გვრცხვენია, ეს თამაში სასწრაფოდ უნდა დავივიწყოთ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ტალინური კოშმარის შეფასება ძალიან რთულია. რა თქმა უნდა, ფეხბურთელებს მომხდარის თაობაზე საუბარი ძალიან უჭირთ.

მატჩის შეფასება საქართველოს ნაკრებისა და ლუცკის "ვოლინის" ნახევარმცველ სანდრო კობახიძეს ვთხოვეთ. მას სიტყვების პოვნა უჭირდა, მაგრამ ორიოდ სიტყვა მაინც გვითხრა:

"სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, რა ვთქვა... სულ სხვა მოლოდინი გვქონდა და სხვა რამ მივიღეთ.

ყველას სათითაოდ გვრცხვენია იმის გამო, რაც მოხდა. უფრო ზუსტად იმაზე, თუ რა დაგვემართა ტალინში, მაშინ გვეცოდინება, როცა თამაშს გავარჩევთ...

...ფაქტია, ალბანეთი
ესტონეთზე უკეთესი გუნდია. როგორღაც უნდა მოვახერხოთ და ეს თამაში სასწრაფოდ დავივიწყოთ.

ტირანაში მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ და ვაჩვენოთ ის თამაში, რასაც მთავარი მწვრთნელი ითხოვს ჩვენგან...

...რაც შეეხება ესტონეთის ნაკრებს, საინტერესო გუნდია და ნამდვილად გვაჯობეს", - გვითხრა კობახიძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული