მატჩის შეფასება საქართველოს ნაკრებისა და ლუცკის "ვოლინის" ნახევარმცველ სანდრო კობახიძეს ვთხოვეთ. მას სიტყვების პოვნა უჭირდა, მაგრამ ორიოდ სიტყვა მაინც გვითხრა:
"სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, რა ვთქვა... სულ სხვა მოლოდინი გვქონდა და სხვა რამ მივიღეთ.
ყველას სათითაოდ გვრცხვენია იმის გამო, რაც მოხდა. უფრო ზუსტად იმაზე, თუ რა დაგვემართა ტალინში, მაშინ გვეცოდინება, როცა თამაშს გავარჩევთ...
...ფაქტია, ალბანეთი
ტირანაში მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ და ვაჩვენოთ ის თამაში, რასაც მთავარი მწვრთნელი ითხოვს ჩვენგან...
...რაც შეეხება ესტონეთის ნაკრებს, საინტერესო გუნდია და ნამდვილად გვაჯობეს", - გვითხრა კობახიძემ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"