კახა ცხადაძე: ერთი ამხანაგური მარტში, ორიც მაისში...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ინტერვიუ მისცა "აპასპორტს". გთავაზობთ ამ ინტერვიუდან იმ ფრაგმენტებს, რომლებიც ჩვენი მკითხველისთვის უნდა იყოს საინტერესო...

- როგორ მიდის საქმე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში?
- ყველაფერი წესრიგშია. კლუბსა და ნაკრებში მუშაობა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ნაკრებში ყოველდღე არ მუშაობ. სექტემბერში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი იწყება და ჩვენ უკვე ვემზადებით ამისთვის.

გვინდა, ახალ ციკლში კარგად ვითამაშოთ. მარტში ერთი ამხანაგური თამაში გვექნება, მაისში - ორი.

- კლუბის მერე, ალბათ, ნაკრების გაწვრთნა არ გიჭირთ...
- არ არის რთული. ყველასთან კარგი
ურთიერთობა მაქვს, არანაირი პრობლემა არ არის.

- როგორ აფასებთ "ინტერში" თქვენი მემკვიდრის, ზაურ სვანაძის მუშაობას?
- იმ სიძნელეების შემდეგ, რომლებსაც "ინტერი" შეეჯახა, ის შესანიშნავად მუშაობს. ზაურს ამისთვის მადლობა! ჩემი წასვლის შემდეგ "ინტერი" ძირითადის თითქმის ყველა მოთამაშემ დატოვა. ამის მიუხედავად, გუნდი ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპამდე მივიდა.

ცუდი იქნება აზერბაიჯანის ჩემპიონატისა და ფეხბურთისთვის, თუ ის "ინტერს" დაკარგავს. საჭიროა ახალი ტრანსფერები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჯერ არ არის გასტუმრებული ფეხბურთელების დავალიანებები. "ინტერი" არ უნდა დაეშვას იმ ადგილზე დაბლა, რომელიც მას აზერბაიჯანის ჩემპიონატში ბოლო 9 წლის განმავლობაში ეკავა.

- იცით თუ არა, რომ "ინტერის" საპატიო პრეზიდენტი ჯაჰანგირ გაჯიევი დააკავეს?
- ვიცი.

- დათანხმდება თუ არა ოდესმე კახა ცხადაძე აზერბაიჯანში დაბრუნებას და აქ მუშაობას?
- მე მიყვარს აზერბაიჯანი. იქ ბევრი ვისწავლე პროფესიონალიზმისა და ადამიანური ურთიერთობების მხრივ. ვფიქრობ, თავიც წარმოვაჩინე. ახლა მე ვარ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი და მაქვს კონკრეტული ამოცანა. "ინტერში" ყოველთვის უმაღლეს მიზნებს ვისახავდი. ახლა თავი ეროვნულ გუნდში უნდა წარმოვაჩინო...

რაც შეეხება კვლავ აზერბაიჯანში მუშაობას, არავინ იცის, რა იქნება მომავალში. ერთი კი ვიცი, რომ აზერბაიჯანიდან სუფთა სინდისით წამოვედი... ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე ვარ კონცენტრირებული.

- როგორ მიდის თქვენი შვილის, ბაჩანას საქმეები?
- ბაჩანამ სეზონი ალბანურ "ფლამურტარიში" დაიწყო, მაგრამ ეს გუნდი ახლა ფინანსურ კრიზისშია. თითქმის 6 თვე ითამაშეს უხელფასოდ. მას იქიდან წამოსვლა უნდა.

- აქვს ბაჩანას შეთავაზება აზერბაიჯანიდან?
- არ ვიცი... სიმართლე გითხრათ, არ ვერევი მის საქმეებში. ის ზრდასრული ადამიანია და თვითონ იღებს გადაწყვეტილებას კარიერასთან დაკავშირებით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
სწორი მიდგომები აქვს ნაკრებში კახას, ამხანაგურები რაც შეიძლება მეტი უნდა ჩაატარონ და სწორი სელექცია უნდა აწარმოონ.იქნებ დაუძახონ ავთანდილ ებრალიძეს ეგეთი შემტევები ნაკრებს ძალიან გამოადგება.
bebeto
27 დეკემბერი 2015 17:58
0
ნუ აბოლებ ამ გაუბედურებულულ ხალხს
beso
12 დეკემბერი 2015 10:21
0
თენგიზ გაბიძაშვილი (ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო" 09-12-2015): "ვერავითარ ტაქტიკურ იდეას ვერ შეასხამ ხორცს თუ ფეხბურთელი ფიზიკურად მოუმზადებელია... ევროპაზე არ ვლაპარაკობთ, აზერბაიჯანის და ყაზახეთის გუნდებთანაც ისე ვჩანვართ, როგორც დამწყები მოყვარული პროფესიონალთან... დღევანდელი მონაცემებით ფეხბურთელს უნდა შეეძლოს თამაშში საშუალოდ ათი-თორმეტი კმ-ის დაფარვა, თან რიტმისა და ტემპის მონაცვლეობით... აღნიშნული სიტუაციიდან გამოსავლის ერთ-ერთ ფორმად მიგვაჩნია ფიზიკური აქტიურობის გარკვეული ნორმატივების დაწესება სპორტსმენისათვის და მის საფუძველზე შესაბამისი ლიცენზიის გაცემა... მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფეხბურთელს, კალათბურთელს, ხელბურთელს, მოჭიდავეს და ა.შ. ჰქონდეს საქართველოს უმაღლეს ლიგაში ან მაღალი კატეგორიების ტურნირებში თამაშის და მონაწილეობის უფლება...
ცალკე საუბრის თემაა ნაკრების წევრი, რომელსაც სამწვრთნელო შტაბმა ცალკე უნდა შეუდგინოს ინდივიდუალური მომზადების გრაფიკი, ნაკრებისაგან თავისუფალ დროს. ამ გრაფიკმა უნდა მისცეს სპორცმენს საშუალება უკეთესი ფიზიკური მომზადების, ვიდრე იმ კლუბის მოთხოვნებია, სადაც ის თამაშობს ძირითადად".
ამ კაცს თუ მოუსმენენ იქნებ რამე გვეშველოს - თენგიზ გაბიძაშვილი: "ვერავითარ ტაქტიკურ იდეას ვერ შეასხამ ხორცს თუ ფეხბურთელი ფიზიკურად მოუმზადებელია... ევროპაზე არ ვლაპარაკობთ, აზერბაიჯანის და ყაზახეთის გუნდებთანაც ისე ვჩანვართ, როგორც დამწყები მოყვარული პროფესიონალთან... დღევანდელი მონაცემებით ფეხბურთელს უნდა შეეძლოს თამაშში საშუალოდ ათი-თორმეტი კმ-ის დაფარვა, თან რიტმისა და ტემპის მონაცვლეობით... აღნიშნული სიტუაციიდან გამოსავლის ერთ-ერთ ფორმად მიგვაჩნია ფიზიკური აქტიურობის გარკვეული ნორმატივების დაწესება სპორტსმენისათვის და მის საფუძველზე შესაბამისი ლიცენზიის გაცემა... მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფეხბურთელს, კალათბურთელს, ხელბურთელს, მოჭიდავეს და ა.შ. ჰქონდეს საქართველოს უმაღლეს ლიგაში ან მაღალი კატეგორიების ტურნირებში თამაშის და მონაწილეობის უფლება...
ცალკე საუბრის თემაა ნაკრების წევრი, რომელსაც სამწვრთნელო შტაბმა ცალკე უნდა შეუდგინოს ინდივიდუალური მომზადების გრაფიკი, ნაკრებისაგან თავისუფალ დროს. ამ გრაფიკმა უნდა მისცეს სპორცმენს საშუალება უკეთესი ფიზიკური მომზადების, ვიდრე იმ კლუბის მოთხოვნებია, სადაც ის თამაშობს ძირითადად".

ამ კაცს თუ მოუსმენენ იქნებ რამე გვეშველოს!!!!
გუჯა კახაძე
11 დეკემბერი 2015 13:35
0
იმედია თარგამაძეს მიეცემა საშვალება ნაკრებში. უბრალოდ იმსახურებს. არაფერს დააკლეს ნაკრებს თუ პირიქით არ გააძლიერებს შეტევაში. ცხადაძეს სჭირდება სწრაფი და მოძრავი ფეხბურთელები
კახაბერი
11 დეკემბერი 2015 12:42
0
ბ-ნო კახა!!! მიუხედავად "ყველაფრისა", იმედია ამ საკონტროლო თამაშებში "ოქრის" მისცემთ თავის გამოჩენის საშუალებას. შეიძლება რომელიმე უცხოურ კლუბს არ სჭირდება თორნიკეს მსგავსი ფეხბურთელი. ჩვენ კი, ამის ფუფუნება არა გვაქვს. საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი ფეხბურთელები. მჯერა, რომ ეს თქვენც და ფედერაციის ხელმძღვანელობასაც კარგად გესმით... წარმატებებს გისურვებთ.
tngh
11 დეკემბერი 2015 11:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული