[ექსკლუზივი] კახა ცხადაძე საქართველოს ნაკრებში ბრაზილიელ ფეხბურთელს იწვევს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გაზეთ "ლელოსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ გუნდში თბილისის "დინამოს" ბრაზილიელი ლეგიონერის, რენე ფერეირას მიწვევაზე ფიქრობს.

ცხადაძის თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია.

"მინდა, ორი სიტყვა ვთქვა ცენტრალური მცველის პოზიციაზე. ღმერთმა ქნას, დიდხანს ითამაშოს ალეკო ამისულაშვილმა, მაგრამ ადრე თუ გვიან დაასრულებს სანაკრებო კარიერას. დაგვებადა აზრი, რომ საქართველოს ნაკრების სამსახურში ჩავაყენოთ თბილისის "დინამოს" ბრაზილიელი მცველი რენე ფერეირა.

რენეს სამუშაო აქვს, მაგრამ მისი პოტენციალი თვალსაჩინოა. მე
და გიორგი ჩიხრაძე შევხვდით ფეხბურთელს თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელებთან, ლევან ზუხბაიასა და მიხეილ ხუციშვილთან ერთად.

ახლა გარკვეული პროცედურების გავლა იქნება საჭირო. ფიფა-სთანაც იქნება სალაპარაკო... მერე კი, თუ ყველაფერი კარგად იქნა, საქმეში პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნდა ჩაერთოს. ჩვენ ამ უწყების მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ერთ დღეში მოგვიგვარეს გიორგი ნავალოვსკის საკითხი", - აცხადებს საქართველოს ნაკრების თავკაცი, რომელთან ინტერვიუს სრულ ვერსიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

22 წლის რენე ფერეირა თბილისის "დინამოს" ღირსებას 2015 წლიდან იცავს, სადაც "ზესტაფონიდან" გადავიდა. საქართველომდე ბრაზილიელი მცველი "გრემიოსა" (2011) და "კავასაკიში" (2012) თამაშობდა.

იხილეთ ინგლისური ვერსია - A Brazilian may play for Georgian National Football Team

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 47 /
რა მოხდა ხალხო რა ამბავი ატეხეთ ნაკრებმა რამეს მიაღწიოს და ერთი ლეგიონერი თუ იქნება რა მოხდა თან რენე მართლა კარგი მცველია თუ უყურებთ ხოლმე თამაშებს საერთოდ
dato
11 იანვარი 2016 14:06
0
რენე მართლა არ არის ცუდი მცველი მაგრამ არც ისეთია რომ გაუვალი კლდე იყოს მეტოქის თავდამსხმელებისათვის,თან არამგონია დათანხმდეს ჩვენ ნაკრებში თამაშზე,რომც დათანხმდეს ვფიქრობ არც გვჭირდება.კვერკველია საბა ძალიან მაგარი ბიჭია და გაცილებით კარგი მცველი,ასევე კაშია გურამი უმაგრესი მცველია,ლაშა დვალი კი უგუნდოდ დარჩა მაგრამ სულ ესე ხო არ იქნება ეგეც უკეთესი მცველია ვიდრე რენე.გარდა მაგისა არსებობს რეხვიაშვილი რომელმაც მაღალი დონე აჩვენა და მერე თურქეთში წავიდა სადაც ამოვარდა ფორმიდან მაგრამ თუ რეგულარულად ითამაშებს თავის გუნდში ეგეც უკეთესი იქნება რენე ფერეირაზე!მოკლედ ჯობია საყრდენი ვეძებოთ კანკავას მეტი არავინ გვყავს .თარაგამაძე აუცილებლად გამოსაძახებელია კაი ფორმაშია.თავდამსხმელიც არ გვყავს სათანადო .ეგრე რო ვიმსჯელოთ როგორც ცხადაძე მაშინ მოვიყვანოთ სხვა Qვეყნის შVILEBI DA VAტამაშოთ!
zviad
11 იანვარი 2016 13:59
0
მარტო ამისულაშვილია ცენტრალური მცველი მთელ საქართველოში? შენ საერთოდ იცნობ ქართველ ფეხბურთელებს? შენი შვილის შემცვლელი არავინაა?
ani
11 იანვარი 2016 13:55
0
მორიგი იდიოტიზმი
ss
11 იანვარი 2016 13:46
0
რაღა რენე,პირდაპირ ნეიმარი აიყვაოს, მერე იქნებ მესიმაც თქვას უარი არგენტინელობაზე და საქმეც აეწყობა
zviadi
11 იანვარი 2016 13:38
0
პირველი არაადეკვატური აზრი მოვისმინე კახასგან.ვითომ რენე ჯობია კვირკველიას,ჭანტურიას,ტაბიძეს და სხვეებს?ეს კონსულტაცია ალბათ ქეცბასთან გაიარა.
tamazi tsomaia
11 იანვარი 2016 13:38
0
კაშია-კვერკველია არიან, პლიუს ახალგაზრდებიც საკმაოდ მოდიან.. დვალს ეხლავე შეუძლია ნაკრებში დაწინაურება, პლიუს ჭანტურია-ტაბიძე(გენტი)....

თუმცა რო ვთქვა კატეგორიული წინააღმდეგი არვარ, თუ შეუძლია სპორცმენს გაგაძლიეროს რატო არუნდა დაიმატო?? ფუტსალში რო ბრაზილიელები იყვნენ ცუდი იყო?? ან კალათბურთში რო გვყავდანენ??
Gio
11 იანვარი 2016 13:37
0
კარგია რო მართლა ქართველმა ითამაშოს მარა ქართველი ფეხბურთელს დგეს საქართველოში გაჩერება არუნდა და უცხოეთში პრაქტიკა არააქვთ.გერმანიას ჩვენზე მეტი ფეხბურთელი ყავს თან უმაგლესი დონის რომლითაც დაახლოებით 10ნაკრებს გააკეთებს ჩვენი დონისას მაგრამ გუნდში ნახევარი არაა გერმანელი. Klose- პოლონელია,khedira-თურქია მგონი ozil-თურქია gundogan-ეგეც თურქია მგონი boatengi-განელია. humelsi კიდე საგაციდან არის და podolskiც პოლონელია და გუნდი მსოფლიო ჩემპიონია. მეც მინდა ქართველმა აჯობოს და ითამაშოს მარა რეალობა სხვა არის და შევეგუოთ
გგშჰშ
11 იანვარი 2016 13:26
0
სისულელეა და მეტი არაფერი! ამას შენგან არ მოველოდი კახი! რენე ფერეირა მართლაც ძალიან კარგი მცველია (საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე), მაგრამ არც ჩვენს ქვეყანას უკლია კარგი ცენტრალური მცველები. რამდენი ერთი ჩამოვთვალოთ, თუ კიდევ 3 ცენტრალური მცველით აპირებთ თამაშს?! ეს არის ქართველი ცენტრალური მცველების დაუფაებლობა: კაშია, კვირკველია, დვალი, გველესიანი, ნიკუშა ჭანტურიაც ჩადგება ფორმაში, კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება. მე პირადად კატეგორიული წინააღმდეგი ვარ!!!
გიორგი ბერუაშვილი
11 იანვარი 2016 13:23
0
ზოგადად იდეა არ არის ცუდი, კარგი ბიჭია რენე, მაგრამ მგონი დვალი,ჭანტურია,ტაბიძე,გველესიანი,ან მარგველაშვილი არანაკლებნი არიან.
დაჩი იმედაძე
11 იანვარი 2016 13:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული