18:40 21-01-2016
ტარიელ ხეჩიკაშვილი: სახელმწიფო შედეგიდან გამომდინარე ამხელა თანხას ვერ გადაიხდის
AutoSharing Option
ცხადაძის თქმით, ეროვნულ ნაკრებიდან მისი გაშვების მთავარი ინიციატორი ტარიელ ხეჩიკაშვილია.
"მოგესალმებით. მინდა განმარტება გავაკეთო, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის განცხადებაზე.
პირველ რიგში მინდა განვმარტო, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის დანიშვნა და საერთოდ სამწვრთელო შტაბის დაკონკრეტება არის ფეხბურთის ფედერაციის და აღმასკომის პრეროგატივა. სპორტის სამინისტრო ამ საქმიანობაში არ ერევა.
რაც შეეხება დაფინანსებას, პირველი დღიდან, რაც დავინიშნე მინისტრად, პირველივე თვეს, როცა ფეხბურთის ფედერაციამ მოგვმართა დაფინანსებით და ეს თანხა იყო საკმაოდ დიდი... მე არ შემიძლია კონტრაქტის პირობების გამჟღავნება, მაგრამ შემიძლია მხოლოდ ეს ვთქვა, რადგან ეს საჯარო ინფორმაციაა - ფეხბურთის ფედერაციამ მოგვმართა თხოვნით, რომ მწვრთნელი დაფინანსებულიყო თვეში დაახლოებით 100-120 ათასი ლარით.
ბუნებრივია, ჩემთვის ეს მიუღებელი იყო გამომდინარე შედეგებიდან. ამიტომ, მაშინდელ ფედერაციას მივმართეთ ჩვენი წინადადებით, რომ მათ გამოეძებნათ ეს თანხები. ისევე შეუძლია დღევანდელ ფედერაციას მოიძიოს თანხები თუ მიაჩნია, რომ ეს მწვრთნელი უნდა მუშაობდეს, ეს მისი გადასაწყვეტია.
სახელმწიფო შედეგიდან გამომდინარე ამხელა თანხას ვერ გადაიხდის.
ფედერაციები არიან დამოკიდებელი სუბიექტები და მათ შეუძლიან მოიძიონ თანხები და თავად განსაზღვრონ ვის რა თანხას მისცემენ.
ფედერაციის საქმიანობაში არ ჩავრეულვარ და არანაირი ინტერესი არ მაქვს, რომ მწვრთნელის არჩევის საკითხში მინისტრმა მიიღოს მონაწილოება.
ჩემი აზრით, ახალ ფედერაციაში ხელმძღვანელობას საკმაოდ კომპეტენცია აქვთ, რომ ღირსეული გუნდი დააკომპლექტონ და იმუშაონ.
ასევე იხილეთ:
"მე არ მივდივარ, თუ სფფ-ს კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტა უნდა, თქვას!"
რამდენი იყო ბოლო დრომდე კახა ცხადაძის ხელფასი საქართველოს ნაკრებში?
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
ფეხბურთში რომ მეტია "სტავკები" ახალი არაა.
მთავარი სხვა რამეა
-თუ ახალიზელანდიიდან ჩამოსულ მაღალი დონის სპეციალისტს , რომელმაც კარგი შედეგიც დადო ყოფნის თვეში 25000 ლარი,
ადგილობრივ სპეციალისტისათვის 4-5 ჯერ მეტი ფულის გადახდა აუცილებელია?
მე მომწონს ცხადაძე , მაგრამ არ მომწონს ბიუჯეტის განიავება.
საქართველოს ეკონომიკა, სამწუხაროდ
საკმაოდ სუსტია და ძალიან ბევრ , ჩვენზე მდიდარ ქვეყნებში, მწვრთნელებს გაცილებით მოკრძალებული ხელფასები აქვთ.