ლევან კობიაშვილი: კახა ცხადაძე მთავარი მწვრთნელის პოსტს ვერ შეინარჩუნებს!

AutoSharing Option
დღეს, 23 იანვარს, "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ეროვნულ ნაკრებსა და მისი მწვრთნელის კახა ცხადაძის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.


ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კახა ცხადაძემ ეროვნული ნაკრები აღარ გაწვრთნას...

"კახა დიდ ზიანს აყენებს სფფ-ს და იმ ინსტიტუტებს, ვისთანაც ფედერაცია თანამშრომლობს, თუნდაც
სპორტის სამინისტროს.

ის, რაც კახამ წამოიწყო, არის იმ ხალხის დამსახურება, რომლებმაც ვერ მოინელეს 3 ოქტომბრის შედეგი. ეს არის მიზანმიმართული საუბრები და ხელის გაშვერა. მათ ამის არანაირი უფლება და საფუძვლები არ აქვთ. ისინი ქართულ ფეხბურთში ვეღარ დაბრუნდებიან და ზუსტად ეს იყო ფედერაციაში ცვლილება - ხალხი, რომელიც პირადი ინტერესებისთვის იყენებდა ფეხბურთს, მათი ადგილი აქ აღარ იქნება.

ჩემთვის წარმოუდგენელია დღევანდელი მდგომარეობით, რომ კახამ შეინარჩუნოს ეს პოსტი. მომდევნო დღეებში მოვიწვევ აღმასკომს და ვისაუბრებთ, რომ კახა აღარ იყოს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

ჩემთვის ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია!

სამწუხაროდ, კახასთვის მნიშვნელოვანია ის ფიქსირებული თანხა, რაც მას კონტრაქტში უწერია და არა ის, რომ დარწმუნებული იყოს თავისი გუნდის შესაძლებლობებში", - განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

ასევე იხილეთ:
მკითხველის კომენტარები / 139 /
ძაან არაკაცურად ექცევიან ცხადას! და რატო? იმიტო რო თავისი კაცი მოიყვანონ კალაძემ და კობიაშვილმა
გიო
23 იანვარი 2016 19:20
0
ვერ უხდის არა კვახი! ცხადაძე წინა თაობის ფეხბურთელია, ამათ საძმაკაცოში არ ყოფილა და ეგაა მთავარი კრიტერიუმი.
ლევანი
23 იანვარი 2016 19:19
0
კალაძის და მისი მთავრობის მოყვანილი კაცისგან სხვას რას ელოდით? მთავრობაც და ფედერაციაც ერთი გზით მიდიან - თავისი საძმაკაცო, სანათესაოს გაქაჩვა/დანიშვნა და ადრე გაკეთებულის დისკრედიტაცია და ნგრევა!
ზაზა
23 იანვარი 2016 19:15
0
მასწავლებლებსაც უმაღლესში ჩარიცხულიმოსწავლეების რაოდენობის მიხედვით მიეცით ხელფასი ასევე გადაუხადეთ ბავშვთა მწვრთნელებსაც
მასწავლებელი
23 იანვარი 2016 19:11
0
არ ვთვლი, რომ აქ გამოუვალი, შეუთანხმებელი წინადადებები იყო მხარეებისგან. აღმოჩნდა, რომ არც პრეზიდენტს და არც მთავარ მწვრთნელ ელემენტარული მოქნილობა არ ეყოთ ქართული ფეხბურთის სასიკეთოდ საკითხის გადასაწყვეტად სიხისტე დაგვღუპა დღემდე, ავად სახსენებელი 80-იანი წლების მერე და იგივეს ვაგრძელებთ დღესაც, მისი მომავალი კი რაც არის ძნელი გამოსაცნობი არ არის
gizog
23 იანვარი 2016 19:05
0
ვნახოთ, ძალიან საინტერესოა დღევანდელი ფედერაციის აღმასკომიც ისეთივე ნოტარიუსია, როგორც წინასი? თუ გაიმართება მსჯელობა და მოინახება გამოსავალი ქარტული ფეხბურთის სასიკეთოდ. პრეზიდენტმა რბილად ვიტყვი ამბიციურობა გამოავლინა, ეს კი მაშინ არის კარგი, როცა ამის ინტელექტუალური, ფიზიკური, ფინანსური შესაძლებლობა გაგაჩნია. ვეთანხმები ზაზას ასეთი ჭკვიანური აზრი საქართველოში დიდი ხანია აღარ გამიგონია. შეგახსენებთ მის კომენტარს. ზაზა
23 იანვარი 2016 13:57
''უბრალოდ კულტურა არ გვყოფნის ,რომ კომპრომისული და გონივრული გადაწყვეტილებები მივიღოთ სრულიად მარტივ სიტუაციებში და ჩვენ სახელმწიფოს ავაშენებთ?''
gizo
23 იანვარი 2016 18:56
0
..რა მურტალი ხალხი ვართ...
ოტტო
23 იანვარი 2016 18:56
0
ლევან კაცი მეგონე... შეთმულებების ძიებას ნაკრებზე გეფიქრა აჯობებდა. ჩემს თვალში პირადად შენ დაპატარავდი...
ხერხე
23 იანვარი 2016 18:44
0
ცხადაძემ ვერ "ამოიქორა სტომაქი" კალაძესავით,რომელიც ივანიშვილმა გაამინისტრა დაუმსახურებლად.ცხდაძE კი დაბრუნდება ისევ აზერბაიჯანში ,წყალი არ გაუვა ამას. კობი ქართულ ფეხბურთს ამოიყვანს წუმფედან დაინახავთ,რა მაგარ ქოაჩს მოიყვანს, და გაიყვანს საქართველოს ჯგუფიდან უალტერნატივოდ მესამე ადგილზე ,და "fიfთი-fიfთი" მეორეზეც კი.
manchesteri
23 იანვარი 2016 18:34
0
კობი ჯიგარი ხარ! მოდი დაშოშმინდით რა ხალხო, სწორედ იქცევა კობი, ვერ უხდის მეტს და ვინ უნდა კარნახობდეს წესებს დასაქმებული თუ დამსაქმებელი?!
სანდრო
23 იანვარი 2016 18:32
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული