ლევან კობიაშვილი: კახა ცხადაძე მთავარი მწვრთნელის პოსტს ვერ შეინარჩუნებს!

AutoSharing Option
დღეს, 23 იანვარს, "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ეროვნულ ნაკრებსა და მისი მწვრთნელის კახა ცხადაძის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.


ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კახა ცხადაძემ ეროვნული ნაკრები აღარ გაწვრთნას...

"კახა დიდ ზიანს აყენებს სფფ-ს და იმ ინსტიტუტებს, ვისთანაც ფედერაცია თანამშრომლობს, თუნდაც
სპორტის სამინისტროს.

ის, რაც კახამ წამოიწყო, არის იმ ხალხის დამსახურება, რომლებმაც ვერ მოინელეს 3 ოქტომბრის შედეგი. ეს არის მიზანმიმართული საუბრები და ხელის გაშვერა. მათ ამის არანაირი უფლება და საფუძვლები არ აქვთ. ისინი ქართულ ფეხბურთში ვეღარ დაბრუნდებიან და ზუსტად ეს იყო ფედერაციაში ცვლილება - ხალხი, რომელიც პირადი ინტერესებისთვის იყენებდა ფეხბურთს, მათი ადგილი აქ აღარ იქნება.

ჩემთვის წარმოუდგენელია დღევანდელი მდგომარეობით, რომ კახამ შეინარჩუნოს ეს პოსტი. მომდევნო დღეებში მოვიწვევ აღმასკომს და ვისაუბრებთ, რომ კახა აღარ იყოს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

ჩემთვის ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია!

სამწუხაროდ, კახასთვის მნიშვნელოვანია ის ფიქსირებული თანხა, რაც მას კონტრაქტში უწერია და არა ის, რომ დარწმუნებული იყოს თავისი გუნდის შესაძლებლობებში", - განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

ასევე იხილეთ:
მკითხველის კომენტარები / 139 /
მაგის ბაბო გავატხოვე,ამ უმუშევრობაში და ზოგადა ქვეყანაში არსებულ მცირე ხელპასების და შემოსავლების ფონზე,მაინც ამხელა ხელფასი გაქვს,გერგო პატივი(!!!!),რომ ემსახურო შენს ეროვნულ ნაკრებს და კიდევ ცალკე,ქედმაღლურად,მეტს ითხოვ,შენ რა პატრიოტობაზე უნდა გქონდეს პრეტენზია??!!!აეეეეეეე,მართლა ბნელააა
davidbe
24 იანვარი 2016 09:59
0
ბიჯოოო,აქ რო ვკითხულობ ზოგიერთის კომენტებს,მართლა გაოგნებული ვარ?!!ამ სიტუაციაში ცხადაძეა მართალი და კობი და ფედერაცია მტყუანი?????უსმენთ და უყურებთ რაც მოხდა,თუ ასე გინდათ,რო,მაინც ფედერაციაა გაამტყუნოდ???!მალადეეეეც,თქვენ აზროვნებას!
davidbe
24 იანვარი 2016 09:56
0
ან ჯერ გაერკვია ბოლომდე ყველაფერი და მერე გამოსულიყო ტელევიზიით, მაშინვე რომ მოაღო პირი. ხალხს როგორ უჭირს და ამას მილიონები ეცოტავება თან ყოველგვარი პასუხისმგებლობის და შედეგის მიუხედავად. ახლავე უნდა მოაშორონ ნაკრებიდან...
giorgiusi
24 იანვარი 2016 09:48
0
შედეგი დადოს და აიღოს ხელფასი რა პრობლემაა. ყველა პროფესიონალი (თავისი თავის იმედი რომ აქვს) და პატრიოტი (ცოტა მაინც თუ უყვარს ქვეყანა) დათანხმდებოდა შედეგზე გათვლილ ბონუსურ სისტემაზე, მაგრამ ცხადაძე თავისი ბაჩანა რომ მოიყვანა ნაკრებში მანდ გამოჩნდა რა ბიჭიც ბრძანდებოდა
giorgiusi
24 იანვარი 2016 09:46
0
ამდენს რო გაიძახით კობი მართალია ისაო და ესა ცხადაძე უნდა წავიდესო აბა იმაზე დაფიქრდით ფედერაცია კონტრაქტს რო გაუწვყიტავს კახას კონტრაქტში მიტიტებული თანხა სრულად უნდა აუნაზგაუროს მაინც და რა აზრი აქ ეხა გაუშვებენ თუ კონტრაქტის ვადის ამოწურვის მერე ის თანხა მაინც უნდა გადაიხადოტ რაც დევს კონტრაქტსჰი და არ ჯობია დარჩეს კახა და ამ ასე ტუ ისე შეკრულ და აწყობილ გუნდს მიხედოს და არა ისევ სხვა მწრვთნელი მოვიდეს და ისევ აირიოს ნაკრებსჰი სიტუაცია.მგონი ვინც ჩახედულია ფეხბურთსჰი დამეთანხმება
gio
24 იანვარი 2016 09:45
0
შემტევი ფეხბურთის თამაშს რომ ცდილობს ამის გამო უნდა მივცეთ მილიონნახევარი ლარი??? მე დამნიშნონ მრწვთნელად და 10 თავდამსხმელს გამოვიყვან მოედანზე (ბაჩანას არ ვგულისხმობ) და მომცენ რამდენიმე მილიონი
giorgiusi
24 იანვარი 2016 09:42
0
მიდი კობი მიაწექი ბოლომდე!!!!! ამოძირკვე ბოლომდე ეს მუქთა...!!! და მერე გვეშველება ხალხნო დამიჯერეეთ!!!!!
lova
24 იანვარი 2016 08:14
0
ნაკრების წევრების აზრი გაითვალისწინოს ფედერაციამ როგორც ვიცი ყველას ცხადაძე უნდა კითხონ მათაც იქნებ თავის ჯიბიდან უმატებენ ფულს
lova
24 იანვარი 2016 02:16
0
კობის შეეშვით, ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს რაციონალური აზროვნება, ცხადაძეს ვერ გახდით გმირს, სუფ ფულზე მოლაპარაკეს.
grisha
24 იანვარი 2016 02:14
0
კობი როდემდე უნდა გვაყარო ნაცარი თვალებში ? კალაძე გამოდი გიცანით . და ის ხანიგა ხეპრე კიდე :))))) სპორტის მინისტრი ჰაჰაჰაჰჰა.
დუდუ
24 იანვარი 2016 01:08
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული