კახა ცხადაძე: არ გადავდგები!

AutoSharing Option
დღეს, 25 იანვარს, 15:00 საათზე, "პრაიმტაიმის" პრესკლუბში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე საგანგებო პრესკონფერენციას მართავს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი სფფ-ის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის ბოლო განცხადებებს ეხმაურება, რომელიც ეროვნული გუნდიდან მისი დათხოვნის სურვილს შეეხება.

"მინდა აღვნიშნო, რომ ლევან კობიაშვილისთვის ზიანი არასდროს მიმიყენებია, მაგრამ სამწუხაროდ, მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და ასეთი მეთოდი აირჩია.

მან ბევრი შეურაცხმყოფელი სიტყვები თქვა ჩემი მისამართით, მაგრამ პასუხის გაცემას არ ვაპირებ. პირიქით, ვუსურვებ წარმატებებს და ვუსურვებ, მეტი შეცდომა არ დაუშვას. მან უკვე დიდი შეცდომა დაუშვა, რომელიც მას და ქართულ ფეხბურთს აუცილებლად დააზარალებს.

ჩემი მისამართით ბინძურად იყო ნალაპარაკები და გათვლილი იყო ფინანსებით მანიპულირება, ისხდნენ და ლარებში მითვლიდნენ თურმე ხელფასებს.

არ ვმალავ, ვცდილობდი, დამეცვა საკითხის კონფიდენციალური მხარე, მაგრამ კონტრაქტში ეს პუნქტი არ წერია და მათ ყველაფერი გაასაჯაროეს - იფიქრეს, ამ თემით ზიანს მომაყენებდნენ. მაგრამ ეს პრობლემა კახა ცხადაძეს არ აქვს! მხოლოდ და მხოლოდ ლევანმა წააგო!

არ გადავდგები! მოდით, დაველოდოთ. სფფ-ის პრეზიდენტმა გაასაჯაროვა თავისი გადაწყვეტილება და ვნახოთ, რას გადაწყვეტს აღმასკომი", - თქვა ცხადაძემ.

ასევე იხილეთ:
ლევან კობიაშვილი: კახა ცხადაძე მთავარი მწვრთნელის პოსტს ვერ შეინარჩუნებს!
მკითხველის კომენტარები / 42 /
საერთოდ გააუქმოს სპორტის სამინისტრომ ფეხბურთის დაფინანსება და ეს თანხა გადაუნაწილოს რაგბს, კალათბურთს, ძიუდოს
anarqisti
25 იანვარი 2016 16:57
0
ეჰ, რანი ვართ?.. იქნებ ვინმემ გაიხსენოს, მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი ხორვატების უარი ხელფასებზე, ჩვენს ქვეყანას უჭირს... უსინდისობაა ამ გაღლეტილი ქვეყნის ნაკრების მწვრთნელი ასეთ თანხას ითხოვდეს!
მალგო
25 იანვარი 2016 16:49
0
ცხადაძემ გამოაჩინა თავისი სახე! წარმოიდგენთ, რომ ეროვნულ ინტერესთან დაკავშირებით მსგავსად ფულზე დაიწყონ ტილაობა ფაჩულიამ, გორგოძემ ...
გულსატკენია, თორემ ქვეყანას ვერც პიპინო ააშენებდა და ვერც მისი შემცვლელი
ბადრი, უსუფი, ამირან ...
25 იანვარი 2016 16:38
0
ტიპი 30000 დოლარზე რაში არაფერში ჩვენ ხო ვერსად ვერ გავალთ აიღოს ვალებულება რო გაიყვანს გუნდს ჯგუფიდან თუ არა გადათამაშებაში მაინც და ფული მერე მოითხოვონ ცხადაძემაც და შემდეგმაც არაფერში ფული ასწორებს
1234
25 იანვარი 2016 16:36
0
შენს გადადგომაზე ლაპარაკი არცაა ჯიგარო – გაგიშვებენ!
+_)
25 იანვარი 2016 16:32
0
კობი, მართლა გირჩევ დანიშნე ნემსაძე ნაკრებში, მაგარი სელექციონერი ყოფილა, თანაც საბურთალოდანაა, ჭუმბურას კაცია, მეტი რაგა გინდა
ბადრი
25 იანვარი 2016 16:30
0
ყოჩაღ ცხადაძე, ვაჟკაცურად მოიქცა! მე მართლა ვერ ვხედავ იმის მიზეზს, რომ გაუშვან ნაკრების მწვრთნელობიდან. მერე რა, რომ კობიაშვილს არ მოწონს! თუმცა, წარმოდგინეთ, ცხადაძე თუ დარჩა და ნაკრების თამაშებზე კობიაშვილი რომ არ ივლის... რა მარაზმია. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს!
Nika
25 იანვარი 2016 16:30
0
კახა ალბათ არ გააგრძელებს მუშაობას ნაკრებში, მაგრამ ამით არა ის, არამედ ფეხბურთი ზარალდება პირველ რიგში. ხომ შეიძლებოდა კომპრომისული შეთანხმების მიღება და საკითხის მშვიდ სიტუაციაში გადაწყვეტა. აქ მთავარი როლი ეკისრებოდა ფედერაციის და მის პრეზიდენტს, რასაც, სამწუხაროდ კობიმ ვერ გაართვა თავი. საკითხი, რომ გარეთ გამოვიდა და პრესისა და ტელევიზიის გასარჩევი გახდა, ესეც ფედერაციის პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში. ასე, რომ გამოუცდელი და ამასთან, არაკომპენენტური ხალხით აივსო ფედერაცია. მოკლედ.....
maxo
25 იანვარი 2016 16:28
0
მე ვფიქრობ, რომ უმჯობესი იქნება, კობიმ ნაკრების მწვრთნელად მოიყვანოს ნემსაძე. ფედერაციის აკადემიაში ძალიან ნაყოფიერად იმუშავა. სასელექციო მუშაობა ჩაატარა მაგალ დონეზე, საძმო სანათესაოთი აავსო აკადემია. არასწორად იყოო სელექცია ცატარებული და 7 ბავსვი გაუშვა გუნდიდ
ბადრი
25 იანვარი 2016 16:27
0
მე ქართული ფეხბურთის ქომაგი გახლავართ, მინდა რომ ჩვენი გუნდი ღირსეული იყოს და ანგარიშგასაწევ ნაკრებად მიიჩნევდნენ! ცხადაძეც მინდა ,რომ დარჩეს, თუმცა მაშინ როდესაც უმრავლესობა მშიერია ან უკეთეს შემთხვევაში 500 ლარს ვერ ცილდებიან( საშუალოდ 500 ლარია ჩვენთან ხელფასი)ამას 70 000 ლარი ეცოტავება. რა ამბავია ამხელა ხელფასი?! საქართველოა ეს, გაჭივრებული და დაქცეული ქვეყანა. ჩვენ არ გვაკვს იმის ფუფუნება რომ ნაკრებზე ამდენი ფული დავხარჟოთ, თან თუ გავითვალისწინებთ რა ნაკრებია და ვინ თამაშობს. დაასახელეთ სამი ფეხბურთელი საშუალო დონის მაინც და ხმას საერთოდ არ ამოვიღებ. მწვრთნელზე ამდენი თანხის დახარჯვას ჯობია ბავშვთა პეხბურთს მივხედოთ და იკ გადავიხადოთ ამდენი თანხა
megobrebo
25 იანვარი 2016 16:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული