სფფ-ის აღმასკომმა ცხადაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას თავი აარიდა

AutoSharing Option
აღმასკომმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კახა ცხადაძის გათავისუფლების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას თავი აარიდა.

ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა არ გაიზიარეს ლევან კობიაშვილის ინიციატივა და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კახა ცხადაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება არ მიიღეს.

აღმასკომმა სფფ-ის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს მოუწოდა, გააგრძელოს ცხადაძესთან მოლაპარაკება კონტრაქტის გაწყვეტაზე და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.

თუმცა, კობიაშვილის თქმით, ცხადაძე ნაკრების მწვრთნელის პოსტზე ვერ დარჩება.
მკითხველის კომენტარები / 45 /
თუ გაათავისუფლეს ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა! თუ ასეთი ტოპ სპეციალისტია ბატონი კახა არ დარჩება უმშევარი. რაშიც ეჭვი არ მეპარება. ნებისმიერი ნაკრები სიამოვნებით მიიწვევს მას უახლოეს ხანებში! ისე ვინ ყოფილა ეს გამღლეტელი კაცო...?!
არჩილ ხოფერია
14:16 26-01-2016
0
ასეთი კონფლიქტის შემდეგ ესენი მაინც ვეღარ შეძლებენ თანამშრომლობას,ცხადაძეს წაბორძიკება და ....!ისე აქ ეხლა ვინც ცხადაძეს აქებს და ადიდებს ცოტა ხანში ლანძღვა გინებით აიკლებენ...DDD
GGW7
14:19 26-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული