ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა არ გაიზიარეს ლევან კობიაშვილის ინიციატივა და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კახა ცხადაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება არ მიიღეს.
აღმასკომმა სფფ-ის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს მოუწოდა, გააგრძელოს ცხადაძესთან მოლაპარაკება კონტრაქტის გაწყვეტაზე და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.
თუმცა, კობიაშვილის თქმით, ცხადაძე ნაკრების მწვრთნელის პოსტზე ვერ დარჩება.