სფფ-ის აღმასკომმა ცხადაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას თავი აარიდა

AutoSharing Option
აღმასკომმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კახა ცხადაძის გათავისუფლების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას თავი აარიდა.

ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა არ გაიზიარეს ლევან კობიაშვილის ინიციატივა და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კახა ცხადაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება არ მიიღეს.

აღმასკომმა სფფ-ის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს მოუწოდა, გააგრძელოს ცხადაძესთან მოლაპარაკება კონტრაქტის გაწყვეტაზე და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.

თუმცა, კობიაშვილის თქმით, ცხადაძე ნაკრების მწვრთნელის პოსტზე ვერ დარჩება.
მკითხველის კომენტარები / 45 /
თუ მართლაც, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო აღმასკომმა ძალიან მიხარია. იქ ძალიან ბევრი მართლაც უფრო ჭკვიანი და გონიერი პიროვნებებია, ვიდრე სახვა გადაწვეტილების გონივრულობა. მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ვისწავლით მოლაპარაკებებით საქმის სასიკეთოდ კომპრომისის მიღწევას და შევეშვებით ერთი პიროვნების ემოციური აზრის ნოტარიულად გაფრმებას.
gizog
26 იანვარი 2016 13:46
0
ეეეჰ, სად ხარ მიშა?! ეხლა ხომ იქნებოდა ბოდიშის მომხდელთა და მომნანიებელთა რიგი რუსთავი 2-ზე. ცხადაძეს ალაბათ გაუშვებდნენ სწავლის გასაგრძელებლად უცხიეთში. რა კაცი ცდება ოდესაში!?
assa
26 იანვარი 2016 13:42
0
guga-ს. პორტალმა არასწორი ინფორმაცია დადო. ცხადაძე განთავისუფლებულია. ასე რომ ტუპიაკები ტუპიაკებად დარჩნენ.
გაგა
26 იანვარი 2016 13:41
0
რესპექტები აღმასკომს!
ირაკლი თავაძე
26 იანვარი 2016 13:41
0
felisio
ეეგ ცრუ ინფორმაციაა ტვ პირველს უყურე პირდაპირს აჩვენებდნენ 1 საათზე
_svani_
26 იანვარი 2016 13:40
0
მგონი ვიღაცას შეეშალა:
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/363443-kakha-ckhadadze-thanamdebobidan-gaathavisufles.html

გაათავისფულესო აქ წერია
felisio
26 იანვარი 2016 13:37
0
სწორი გადაწყვეტილება
givi
26 იანვარი 2016 13:37
0
არადა წერია ინტერპრესსნიუსზე გაანთავისუფლაო და რომელს დაუჯეროთ?
vazha
26 იანვარი 2016 13:36
0
მივესალმები, კარგი გადაწყვეტილებაა !
გიორგი
26 იანვარი 2016 13:36
0
ახლა იძახეთ საღოლ და არ მეგონაო, ეგაა პრობლემა რო არ გგონიათ და გაიძახით რაღაცეებს. წინასწარ დაგეგმილი, არაკაცური და ა.შ. დაუნახავი ბრბოს ხელში ფეხბურთი ვერასოდეს გაიხარებს. ყველაფერში ცუდი უნდა დაინახოს, ასე არ გამოვა. თურმე ყოფილან საქმის მკეთებლები და ისე არ ყოფილა თქვენ რომ გეგონათ, ამიტომ სანამ ვინმეს შეურაცხყოფას მიაყენებთ კარგად უნდა დაფიქრდეთ მაგრამ მაგდენი უნდარი რომ ქონდეს ბევრ თქვენგანს ასეთ დღეში კი არ ვიქნებოდით
guga
26 იანვარი 2016 13:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული