ვეტერანმა ფეხბურთელმა "ლელოსთან" ეს ხმები უარყო:
- მართალია, თითქოს ცხადაძის გათავისუფლებაზე კობიაშვილის წინადადებას შეეწინააღმდეგეთ?
- ეს ამბავი არასწორად გაავრცელეს. სინამდვილეში, აღმასკომს ცხადაძის გათავისუფლების უფლება არც გააჩნია და პირადად მეც სხვა რამ ვთქვი.
ქართულ ფეხბურთს კონფლიქტები და დაპირისპირებები არასოდეს აკლდა. ცხადაძეს დიდ პატივს ვცემ, კარგი მწვრთნელია და იქნებ ახლა მაინც მოვახერხოთ საკითხის სერიოზული კონფლიქტის გარეშე მოგვარება-მეთქი...
აღმასკომის წევრთა საერთო აზრიც
ლევანი სუფთა კაცია და ბოლო წლებში მოსულ პრეზიდენტებს შორის საუკეთესოდ მიმაჩნია. თუ რაღაც არ მომეწონება, არც ამას დავმალავ. აღმასკომზე ყველა საკითხის გარშემო ღიად ვლაპარაკობთ.
- თქვენი აზრით, ამ დაპირისპირების ფონზე კობიაშვილი და ცხადაძე მოლაპარაკებას შეძლებენ?
- მათ ერთად უთამაშიათ, ორივე გულიანი და წესიერი კაცია. ემოციები ადრე თუ გვიან ჩაცხრება და იმედია, ერთმანეთს კარგად დაშორდებიან.
საერთოდ, ამ დღეებში ისეთი ჭორი ვრცელდებოდა, რაც ამ აღმასკომზე გაბათილდა - ყველას ეგონა, რომ კახა გია გეგუჩაძის გამო გაუშვეს. ამ დროს, გეგუჩაძე ახალგაზრდულ ნაკრებში დაინიშნა და ეს ხმები არ დადასტურდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"