რომან ფიფია: ცხადაძის შემცვლელად ჯერ არც ერთი პიროვნება არ დასახელებულა

AutoSharing Option
26 იანვარს გამართული სფფ-ის აღმასკომის სხდომის შემდეგ კომენტარი თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გააკეთა:

- სამწუხაროა, რომ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის საკითხი აქამდე მივიდა. ეს ძალიან ფაქიზი თემაა.

აღმასკომმა ამ საკითხზე იმსჯელა. ჩვენი საერთო სურვილია, რომ ლევან კობიაშვილი და კახა ცხადაძე ერთმანეთს შეხვდნენ და კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტონ. ამაზე დიდხანს ვმსჯელობდით.

რაც შეეხება გია გეგუჩაძის საკითხს, მან ახალგაზრდული ნაკრები ჩაიბარა და ჭორები, თითქოს, ის ცხადაძეს შეცვლიდა, არ გამართლდა.

ეს ჩვენთვის ორი კვირის წინ გახდა ცნობილი, როცა ფედერაციამ მისი ახალგაზრდულ ნაკრებში
გაშვება გვთხოვა, მაგრამ ეს არ გაჟღერებულა, რადგან მზადების პროცესში ვართ და გეგუჩაძის შემცვლელი უნდა შეგვერჩია.

- ეროვნულ ნაკრებს ვინ გაწვრთნის?
- ჯერ არც ერთი პიროვნება არ დასახელებულა.

- ცხადაძის გათავისუფლებაზე აღმასკომის ყველა წევრი თანახმა იყო?
- ნაკრების მწვრთნელის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას აღმასკომი ვერ მიიღებდა. ჩვენ ვიმსჯელეთ და პრეზიდენტის მოსაზრება გავითვალისწინეთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კიარ ყოფს,აღმასკომის წევრია....
ოხ ამათი
13:26 27-01-2016
0
3 ოქტომბერს ლამის თვალები გადმოცვივდა ისეთდგეში იყო არჩევნებზე ეხლა დაწყნარებული სახე აქვს გაინაგდა საქმე ყველგან დინამო იქნება ყველა ასაკის ნაკრებში საბურთალოს ჭუმბურიძე და ხეჩიგაშვილი უპატრონებს რაგა გიცირთ იგულავეთ თქვენია ქვეყანა კალაძეც ზურგს გიმაგრებთ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული