azerifootball.com: ქართველებო, გილოცავთ კახა ცხადაძის მოცილებას!

AutoSharing Option
სფფ-ის ხელმძღვანელობას, რომელიც თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ნაკრების თავკაც კახა ცხადაძეს, მოულოდნელი მხარდამჭერი გაუჩნდა... აზერბაიჯანში. კერძოდ, კი საიტი azerifootball.com აღფრთოვანებული წერს ცხადაძის "სამარცხვინო გაგდებაზე".

azerifootball.com-ის ერკინ იბრაჰიმოვი კახა ცხადაძეს დიდი ხანია, აკრიტიკებს და კარგა ხანია, რაც ეს უკვე კრიტიკის ზღვარს გადასცდა. თუმცა ეს წყარო აზერბაიჯანში უფრო ნაკლებად ცნობილია, მის ფარგლებს გარეთ კი რუსული ვერსიის გამოა პოპულარული.

საიტის სარედაქციო წერილებში ხშირად ყოფილა ანტიქართული თავდასხმები და არა მხოლოდ კახა ცხადაძის მიმართ, ასევე, გიორგი ჩიხრაძის, ბაჩანა ცხადაძის, ლაშა სალუქვაძის, ალექსანდრე იაშვილისა და სხვების მიმართ.

კიდევ
ერთი თავისებურება ამ საიტის - გადაუმოწმებელი ინფორმაციები, მიზანმიმართული დეზინფორმაცია, ძირითადად, აზერბაიჯანში მომუშავე უცხოელი სპეციალისტების "გასაშავებლად".

საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებულმა მოვლენებმა აზერბაიჯანული საიტის ხელმძღვანელობა აღტაცებაში მოიყვანა. ჩვენ მხოლოდ ფრაზების ნაწილს გაგაცნობთ:

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას წელიწადი დასჭირდა "დიდი მწვრთნელის" რეალური სახის გამოსაცნობად. დღეს ლევან კობიაშვილმა მისი გადაყენება გამოაცხადა, "ინტერის" ექსთავკაცის ქცევას კი პროვოკაციული უწოდა".

"azerifootball.com-ის სახელით გვინდა, სფფ-ს და ქართველ ხალხს მოვულოცოთ ცხადაძის მოცილება. ჩვენი საიტი არაერთხელ წერდა ცხადაძის "მოღვაწეობის" შესახებ აზერბაიჯანში. მწვრთნელი-ლუზერი დიდი ხნის განმავლობაში ატყუებდა აზერბაიჯანის საფეხბურთო საზოგადოებას. ის ჰაერში ყრიდა "ინტერის" სპონსორის ფულს".

"სპორტული პრინციპის მიუხედავად, ცხადაძე ათამაშებდა საფეხბურთო თვალსაზრისით სუსტს - შვილს, ბაჩანა ცხადაძეს. ათამაშებდა, რომ ბევრი სათამაშო წუთი დაგროვებოდა და ბონუსები აეღო".

"ინტერში" მოღვაწეობისას მან გააკეთა 49 ტრანსფერი მისთვის ახლობელი ადამიანების დახმარებით და აქედან მაქსიმუმ, 5-6 შეეფერებოდა იმ თანხას, რასაც მასში იხდიდნენ. ამასთან, ცხადაძის "ინტერი" ერთხელაც ვერ გავიდა ევროთასებზე მეორე ეტაპის იქით, მაშინ, როცა მისმა შემცვლელმა ზაურ სვანაძემ 5-6-ჯერ შეკვეცილი ბიუჯეტით ორ ეტაპზეც გაიყვანა და "ინტერი" განთქმულ "ბილბაოსთანაც" კარგად გამოიყურებოდა".

"სფფ-ს მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინა ცხადაძის დანიშვნის დროს, რადგან აზერბაიჯანული მედია მას ხშირად სამართლიანად აკრიტიკებდა. ჩვენ კარგად ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან, ცხადაძე იმავეს საქართველოშიც გამოავლენდა, რომ ქართული საფეხბურთო საზოგადოება ინანებდა მის დანიშვნას ისეთი გუნდის მთავარ მწვრთნელად, რომელსაც დიდი საფეხბურთო ტრადიციები აქვს".
მკითხველის კომენტარები / 17 /
ჩემ კომენტარს რატო არ აქვეყნებთ? რა ნახეთ მანდ უხამსო და უმსგავსო? რა ვალში ხართ ამ ქოსატყუილა,ფულზე დახამებული და ჰ კლასის მწვრთნელის წინაშე ? რატო უნდა აიღოს 100000 ხელფასი იმ ნაკრების გაწვრთნაში რომელიც შესარჩევში მაქსიმუმ 2 თამაშს იგებს? რატო გვაბრმავეთ?
Givi g
19:42 29-01-2016
0
ერკინ იბრაჰიმოვს გვერდში ვერ დავიყენებ ქართული ფეხბურთის ქომაგობაში. მაგისი სიხარული არის ჩვენი მწუხარება. "ჰერიო, ბიჭებო! ჰერიო... არ გაახაროთ მტერიო!!!"
გარინჩა
17:04 28-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული