ლუკასის ამბავი გეცოდინებათ - დედით ქართველი და მამით გერმანელი ფეხბურთელი საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა, ეროვნულ გუნდში კი პირველი მატჩი კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით, ესტონეთის წინააღმდეგ ტალინში ჩაატარა.
საქმე ისაა, რომ ფეხბურთელს ვირუსი აქვს და ავადმყოფობის გამო ვერც "ფრაიბურგში" თამაშობს. არადა, ჯანმრთელ ჰუფნაგელს მეორე გერმანული ბუნდესლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში სათამაშო პრაქტიკა არ აკლია.
აქამდე ლუკასს "ინგოლშტადტსა" და "უნტერჰახინგშიც"
აქვე, ვთქვათ ისიც, რომ ქვეყნის მთავარ გუნდს ვერაფრით დაეხმარება დავით თარგამაძეც, რომელსაც რამდენიმე დღის წინათ, "ოლექსანდრიას" ერთ-ერთ ამხანაგურ მატჩში ფეხი მოსტეხეს და ოპერაცია გაიკეთა. ისე, თარგამაძე ბოლო ხანს კარგ ფორმაში იყო და არ გამოვრიცხავთ, ნაკრებშიც მოხვედრილიყო, მაგრამ...
სამაგიეროდ, თუ ვლადიმირ ვაისი საჭიროდ ჩათვლის (ალბათ, ასეც იქნება), ნაკრებს აუცილებლად შეეშველება "დნიპროს" ნახევარმცველი სანდრო კობახიძე, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და უკრაინულ კლუბთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ეროვნულ გუნდში ჯანო ანანიძის, საბა კვირკველიასა და გიორგი ლორიას გამოძახების შესახებ მათმა კლუბებმა, შესაბამისად, მოსკოვის "სპარტაკმა", ყაზანის "რუბინმა" და სამარის "კრილია სოვეტოვმა" გამოაცხადეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"