გოგიტა გოგუა ნაკრებზე, "დინამოსა" და ვაისზე: რომან ფიფიას კარგად "უმუშავია"

AutoSharing Option
ყაზახური "ირტიშის" ქართველმა ფეხბურთელმა გოგიტა გოგუამ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელზე, ვლადიმირ ვაისზე ისაუბრა.

გოგუა ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც ვაისის ხელმძღვანელობით უთამაშია, კერძოდ კი, 2007 წელს რამენსკოეს "სატურნში".

გთავაზობთ ამონარიდს გოგუას ინტერვიუდან. აქვე გეტყვით, რომ "კვირის პალიტრის" ახალი ნომერი დღეს, 21 მარტს გამოვიდა. მისი შეძენა შეგიძლიათ პრესის გავრცელების პუნქტებში და ასევე, გაზეთის ვებ-გვერდზე.

- ვაისთან მუშაობის გამოცდილება მხოლოდ შენ გაქვს. რას იტყვი მასზე?
- 2007 წელს, როცა ნალჩიკის "სპარტაკიდან" წამოვედი, თავად ვაისმა შემომთავაზა რამენსკოეს "სატურნში" გადასვლა.
მისი ხელმძღვანელობით 14 მატჩი ვითამაშე, აქედან 12 შეხვედრა ფრედ დასრულდა და კლუბის ხელმძღვანელობამ მწვრთნელთან განშორება ამჯობინა. სლოვაკი ყურადღებიანი მწვრთნელია, მის მხარდაჭერას მინდორზეც ვგრძნობდი და მოედანს მიღმაც.

- ვაისის გუნდი შემტევ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას თუ დაცვითს? "სატურნს" რა ტაქტიკით ათამაშებდა?
- უმეტესად 4-3-3 ან 4-1-3-2. მარცხენა მცველად ან ნახევარმცველად მათამაშებდა, ხანაც მარჯვენა მცველად. ვაისის პლუსი ის არის, რომ ფეხბურთელებთან კომუნიკაცია არ ეშლება. ყვირილიც იცის, მაგრამ საქმიანად ყვირის - პირად შეურაცხყოფაზე არ გადადის... ფეხბურთელებს გვეკითხებოდა, ვის რომელ პოზიციაზე გვერჩივნა თამაში და გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ იღებდა. მოკლედ, ვაისი ამოუცნობი მწვრთნელია, დაშტამპული არ არის!

- რა იქნება ვაისის მთავარი პრობლემა საქართველოს ნაკრებში?
- კარგი მწვრთნელია, შემტევი ფეხბურთიც უყვარს, თუმცა ქართველ ფეხბურთელებს არ იცნობს. იმედია, უშუალოდ დააკვირდება ნაკრების კანდიდატებს, მაგრამ არ მომეწონა მისი ხმაურიანი განცხადება - ნაკრების ძირითადი ბირთვი თბილისის "დინამოდან" იქნებაო!

- ვაისმა თქვა, რომ მის სიაში "დინამოს" ბევრი ფეხბურთელია და მჭიდრო კონტაქტი ექნება იურაი იარაბეკთან, რომელიც მისი თანამემამულეა. რა არის ამაში გასაკვირი?
- ფეხბურთის თამაში მხოლოდ "დინამოს" ფეხბურთელებმა იციან?! რომან ფიფიას კარგად "უმუშავია", საქართველოში ორი დღის წინ ჩამოსულმა სლოვაკმა მხოლოდ მის კლუბზე რომ დაიწყო ლაპარაკი... არ მესმის, ფიფიამ რატომ უნდა გადაწყვიტოს, რა არის სწორი ქართულ ფეხბურთში? "დინამოში" არ ვთამაშობთ, მაგრამ ჩვენც ფეხბურთელები ვართ, ჩვენც გვინდა, ქვეყნის ღირსება დავიცვათ! სამართლიანობა აუცილებელია. მჯერა ლევან კობიაშვილის, რომელსაც ფეხბურთი უთამაშია და ესმის, სამართლიანად იმუშავებს.

ავტორი: რატი შელეგია
მკითხველის კომენტარები / 25 /
ზოგადად ყველა ფეხბურთელს ნაკრებში იმიტომ უნდა თამაში რომ ფასი გაეზარდოთ. ვინც აქამდე თამაშობდა ყველამ ვიცით რას წარმოადგენენ. ცუდი ნამდვილად არ იქნება დინამოდან თუ იქნებიან ან სხვა ადგილობრივი კლუბიდან.
Gogita
21 მარტი 2016 18:32
0
დიდება ქუთაისს დიდება ტორპედოს. თქვენი დინამო რასაც იზავს წელს რომელ ჯGუფში მოხვდება კარგად ვნახავთ არც კი გაიფიქროთ პირველივე ეტაპზე ვარდებით რო იცოდეთ
ser
21 მარტი 2016 18:10
0
მანამ იქნება ქართულ ფეხბურთში ესეთი გასაცოდავებული მდგომარეობა სანამ დინამოს მიმართ მიცემები იქნება, რომელსაც ლიგის ჯგუფში მოსახვედრად ამზადებს "პატივსაცემი"ფიფია......  ვერასდროს ვერ მოხდება მასეთი რაგაც რო დინამომ ჯგუფსჰი ითამასჰოს აი ვერასდროს
ser
21 მარტი 2016 18:08
0
დინამოსს ლიგა უნდა ხო პიპიაა ....
ser
21 მარტი 2016 18:04
0
... . ასიანს ამბობს ეს კაცი. არც ნაკრებს არ ექნება საშველი. გეგუჩაძე ახალგაზრდულში დინამოდან გამოიძახებს ხალხს .ეროვნულიდან ეს სლოვაკი და აგვწყობია საქმე ,,...
ser
21 მარტი 2016 17:58
0
მართალია ეს კაცი! ფიფიამ ნამდვილად კარგად იმუშავა.

1. ჯერ არჩევნებამდე და არჩევნების დროს კობიაშვილს დაუდგა გვერდში (ვინც არ რისკავს შაპანიურსაც არ სვავს).
2. შემდეგ, ახალგაზრდულში თავისი კაცი დაანიშნინა (U21 რომ დინამოდ ექცია).
3. იარაბეკი მიუგზავნა "გიდად" ვაისს და თანამშრომლობაზე დააგინა (ადგილები დაბრონა ნაკრებში).

მაგრამ!... რა არის კარგი მენეჯერი? ფიფია და მისი ზემოთაღნიშნული ქმედებები არის იმის დასტური რომ ის ძლიერი მენეჯერია! ყველა კლუბის პრეზიდენტი ასეთი უნდა იყოს.სწორედ ასე და ამგვარად - ყველაფერი უნდაა გააკეთო შენი კლუბის თუ კომპანიის და ა.შ. წარმატებისთვის!

ასე, რომ ვინც ამ ყოველივეს გამო "ოფსაიდში" დარჩით, საკუთარ თავს დააბრალეთ...


zaza
21 მარტი 2016 17:58
0
გოგიტა გოგუა - ეს უკვე წარსულია. მოდი რა, მომავალზე ვიფიქროთ, ვეტერანებს კი კარგი ცხოვრება უსურვოთ.
ბიბი
21 მარტი 2016 17:54
0
ამისგან ფეხბურთელი ვერა და ინტრიგანი კი დადგა
ბმბ
21 მარტი 2016 17:45
0
აი ნაღდი ქართული სიმართლე. და ქართყულადაც ნათქვამი კარგად გადაატრიალოს ტვინში ახალმა ჩვენმა ქართულმა ფედერაციამ, თორემ ისე დაემართებათ როგორც „17„ წლამდელთა თბილისის ნაკრებს დაემართა, და მერე მარტო გადადგომა არ უშველით, ისე მოთხოვთ მათ პასუხს /ქუთაისლები/ ბათუმლები/ ზუგდიდლები / გორელები/ ზესტაფონი/ სამტრედიელები, და ყველა კუთხიდან, რომლებსაც თქვენ თბილისლები რეგიონლებს უძახით. აი ამიტომ დაგვემხო თავზე ცხინვალი და აფხაზეთიც. ჭკუაზე მოდით.
მამუკი ქუთათელი
21 მარტი 2016 17:39
0
გოგიტ გენაცვალე, მაგარი კაცი ხარ! სათქმელს ყოველთვის პირდაპირ ამბობ!
gio
21 მარტი 2016 16:58
0

სიახლეები პოპულარული